გიგი უგულავას განცხადებით, მთავრობას „ბოქლომის დღეს“ ყოველ ხუთშაბათს მოუწყობენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთი შესავლელის პიკეტირება და ამ მიზნით მათ ადგილზე ბოქლომი მიიტანეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ბოქლომს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელს სიმბოლურად დაადებდნენ და ამით თავიანთ პროტესტს გამოხატავდნენ ხელისუფლებისადმი.

ბოქლომის დადებას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოჰყვა დაპირისპირება. პოლიცია მათ ჭიშკარზე ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ კი აქციის მონაწილეებმა ბოქლომი შენობის ღობეზე ჩამოკიდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ამგვარი პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოველ ხუთშაბათს გაიმართება და მთავრობას „ბოქლომის დღეს“ ყოველ ხუთშაბათს მოუწყობენ.

„ასე მოვუწყობთ ხოლმე მთავრობას ხუთშაბათობას. „ბოქლომის დღე მთავრობას“, იქნება ხუთშაბათობით. 200 პოლიციელი სჭირდება დაახლოებით, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის მშვიდობიანი გაქცევა აქედან.

ჩვენი ნერვები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ბიძინასი. სპეციალური გზავნილი არის ის, რომ აქ სულ იქნება ხუთშაბათობა. ივანიშვილს არანაირი მოთმინების უნარი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად არაძალადობრივი, იმიტომ, რომ გამოჩნდეს მათი რეალური ბუნება.

დღეს ჩვენი ამოცანა იყო, რომ ფაციფუცით დაემთავრებინათ მოჩვენებითი მთავრობის სხდომა. ზუსტად 45 წუთში დაამთავრეს და უკანა კარიდან გაიქცნენ“, - განაცხადა უგულავამ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გიგი უგულავას განცხადებით, მთავრობას „ბოქლომის დღეს“ ყოველ ხუთშაბათს მოუწყობენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთი შესავლელის პიკეტირება და ამ მიზნით მათ ადგილზე ბოქლომი მიიტანეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ბოქლომს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელს სიმბოლურად დაადებდნენ და ამით თავიანთ პროტესტს გამოხატავდნენ ხელისუფლებისადმი.

ბოქლომის დადებას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოჰყვა დაპირისპირება. პოლიცია მათ ჭიშკარზე ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ კი აქციის მონაწილეებმა ბოქლომი შენობის ღობეზე ჩამოკიდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ამგვარი პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოველ ხუთშაბათს გაიმართება და მთავრობას „ბოქლომის დღეს“ ყოველ ხუთშაბათს მოუწყობენ.

„ასე მოვუწყობთ ხოლმე მთავრობას ხუთშაბათობას. „ბოქლომის დღე მთავრობას“, იქნება ხუთშაბათობით. 200 პოლიციელი სჭირდება დაახლოებით, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის მშვიდობიანი გაქცევა აქედან.

ჩვენი ნერვები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ბიძინასი. სპეციალური გზავნილი არის ის, რომ აქ სულ იქნება ხუთშაბათობა. ივანიშვილს არანაირი მოთმინების უნარი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად არაძალადობრივი, იმიტომ, რომ გამოჩნდეს მათი რეალური ბუნება.

დღეს ჩვენი ამოცანა იყო, რომ ფაციფუცით დაემთავრებინათ მოჩვენებითი მთავრობის სხდომა. ზუსტად 45 წუთში დაამთავრეს და უკანა კარიდან გაიქცნენ“, - განაცხადა უგულავამ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი