„ბილაინი“ - „ბილაინის“ აპლიკაცია MyBeeline ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა

„ბილაინის“ აპლიკაცია MyBeeline ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბილაინი“ ავრცელებს.

„MyBeeline 1 მილიონზე მეტჯერაა ჩამოტვირთული. მობილური აპლიკაცია MyBeeline ჩამოტვირთვის რაოდენობით ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა. ჩამოტვირთვების რიცხვი სადღეისოდ 1 მილიონს აჭარბებს, ხოლო აპლიკაციის რეიტინგი Google play -ზე 4.7 -ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მომხმარებლების დიდი უმეტესობა სწორედ ანდროიდის საოპერაციო სისტემის მხარდამჭერ სმარტფონს ფლობს. MyBeeline ასევე პოპულარულია iOS საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონის მფლობელებს შორის - აპლიკაციის რეიტინგი App Store- ზე 4.8 -ს შეადგენს.

MyBeeline აპლიკაცია წარმოადგენს ბილაინის ოფისს მომხმარებლის ტელეფონში და აბონენტს შესაძლებლობას აძლევს მარტივად შეასრულოს ოპერაციები ნებისმიერ დროს და აწარმოოს საკუთარი ხარჯების დეტალური კონტროლი. MyBeeline-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი, მომსახურებების სტატუსი და ხარჯები; ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეინახოს საბანკო ბარათის მონაცემები და აწარმოოს ავტომატური გადახდები.

MyBeeline აპლიკაციის ჩამოსატვირთათ ეწვიეთ: https://www.beeline.ge/applications/

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა