ბენიამინ ნეთანიაჰუ მის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ აფასებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პოლიციასა და პროკურორებს მის წინააღმდეგ „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის“ განხორციელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.

„ტყუილის გამარჯვებას არ დავუშვებ, ამ ქვეყნის თავდადებით მართვას გავაგრძელებ,“- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის გენერალური პროკურორის მიერ მის წინააღმდეგ ბრალის წაყენების საკითხზე კომენტირებისას.

„მე ამ ქვეყნისთვის საკუთარი სიცოცხლე დავთმე, ვიბრძოდი, დავიჭერი ამ ქვეყნის გამო,“- აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო მიმართვისას.

მისივე თქმით, პატივს სცემს ისრაელის მართლმსაჯულების სისტემას, მაგრამ ის, რაც მასთან მიმართებაში ხდება, „გადატრიალების მცდელობაა.“

„ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო, რაც ხდება. ჩვენ ვხედავთ ცრუ ბრალდებების საშუალებით გადატრიალების მცდელობას პოლიციის მხრიდან,“- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის გენერალურმა პროკურორმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობის 3 სხვადასხვა საქმეზე ბრალი წაუყენა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ქრთამის აღების საქმეზე 10 წლიანი, თაღლითობაზე კი - 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს