UNICEF - სირიაში ასობით ბავშვი ტყვეობაში იმყოფება

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ტერიტორიაზე, რომელიც სახალხო დაცვის ჯგუფების კონტროლის ქვეშ იმყოფება, ასობით არასრულწლოვანი ბიჭია დატყვევებული. მათი ცნობით, ბავშვებიდან ზოგიერთი 10 წლისაც არ არის.

„იუნისეფის“ წარმომადგენლმა მარიქს მერკადომ სირიაში ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვების დაკავება იმიტომ ხდება, რომ ისინი „უცხოელი მებრძოლების“ შვილები არიან და შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ასოცირდებიან.

მათივე ცნობით, სირიაში 5 მილიონზე მეტ ბავშვს, რომელთა შორისაც 2.6 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

„იუნისეფის“ მონაცემებით, სირიაში გასულ წელს სულ ცოტა 1106 ბავშვი მოკლეს. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა 657-ს აღწევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო