შოთა ხაბარელი- სწორი გადაწყვეტილება მივიღე, გრძელვადიან პერპექტივაში, ქვეყნის სტაბილურობას შევუწყვე ხელი

ჩემი გადაწყვეტილებით, გრძელვადიან პერპექტივაში, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას შევუწყვე ხელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც მან მხარი არ დაუჭირა.

მისივე შეფასებით, ეს ნაბიჯი მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო.

„როდესაც გამოცხადდა თავისუფალი კენჭისყრა, მე მხარი დავუჭირე იმ სისტემას, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან, რამეთუ გრძელვადიან პერპექტივაში, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას შევუწყე ხელი", - განაცხადა ხაბარელმა.

რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ჯგუფი აპირებს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ხაბარელმა განაცხადა, რომ კარგი ინიციატივაა. მისი აზრით, უნდა გაიხსნას დისკუსია და მოსახლეობას მიეწოდოს სიღრმისეული ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს სრულად მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული სისტემა.

"მე ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი წინადადება, რამეთუ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს სრულად მაჟორიტარული სისტემა და დიმიტრი ხუნდაძის ამოცანაა, საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც არსებობს მსოფლიოში, თუ რომელ ქვეყნებშია სრულად მაჟორიტარული სისტემა და სად შერეული სისტემა. მეც ვფიქრობ, რომ ჩავერთო დისკუსიაში. კარგი ინიციატივაა. მე მინდა საზოგადოებამ კარგად გაიგოს რას ნიშნავს პროპორციული, მაჟორიტარული და შერეული სისტემა. ამისათვის არის საჭირო დისკუსია ჩვენს მოქალაქეებთან", - განაცხადა ხაბარელმა.

რაც შეეხება 25-26 ნოემბერს დაგეგმილ აქციებს, ხაბარელის თქმით, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში.

"თუ ჩვენი მოქალაქეები კანონს გასცდებიან, მათ სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს", - აღნიშნა ხაბარელმა.

შეგახსენებთ, რომ შოთა ხაბარელმა პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს