ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქციას მართავს

ამ წუთებში ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გეგმავენ, რომ სუს-ის ჭიშკარს ბოქლომი დაადონ.

„მოძრაობაში „გაბედე“ გაერთიანებულია აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია, მინუს ერთი და ეს მინუს ერთი არის ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“. დღეს აქ მოვედით, რადგან სუს-ი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის კანტორა“, - განაცხადეს აქციაზე.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები ჭიშკრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვას გეგმავენ, თუმცა მათ პოლიცია მოუწოდებს, რომ მოძრაობა არ შეაფერხონ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს