აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.

„გადავწყვიტე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსთვის, ზომები მიიღონ უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით”,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დატოვებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა