მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია COATS 2019 გაიმართება

დღეს, ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ორგანიზებით, მე-10 წლიური საქველმოქმედო აქცია COATS 2019 (Clothing Others Against The Snow) გაიმართება. აქციის მიზანია მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველყოფაა.

10 წლის წინ, მიშელ დანის (საქართველოში იმ წლებში BP-ის წარმომადგენლის მეუღლე) ინიციატივით პირველად ჩატარდა საქველმოქმედო აქცია COATS არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ მზუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად.

მომდევნო წლებში ამ აქციაში უცხოურ ორგანიზაციებს თბილისის კერძო სკოლები შეუერთდნენ და დღეისათვის თბილისის სკოლები არიან COATS-ის (Clothing Others Against The Snow) საქველმოქმედო აქციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

საქველმოქმედო აქცია COATS-ს ფარგლებში ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გროვდება გაჭირვებული და მიუსაფარი ბავშვებისთვის.

„რიგით მე-10 საქველმოქმედო აქციაზე COATS 2019 ჩვენ ველოდებით 348 მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს, რომლებიც ორგანიზაცია ”ბავშვი და გარემო”, “ხსნის არმია” და “საქართველოს ამერიკელი მეგობრების” ცენტრებსა და თავშესაფრებში არიან რეგისტირებული. ეს ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენასთან მუშაობენ. წლევანდელ COATS-ს ბავშვებს თბილისის, რუსთავის, ნორიოს, ბედიანის, ნიქოზის, ლაგოდეხის და ჭიათურის 13 თავშესაფრიდან ვუმასპინძლებთ.

წლევანდელ აქციაში აქტიურად ჩართულია თბილისის თოთხმეტი სკოლა, 11 კერძო და 3 საჯარო: გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია (GZAAT), ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA), ბრიტანული საერთაშორისო სკოლა თბილისში (BIST), QSI საერთაშორისო სკოლა, ახალი სკოლა (New School), წმ.გიორგის ბრიტანულ-ქართული სკოლა (BGS), ევროპული სკოლა (ES), Deutsche Internationale Schuhle, კავკასიის ფრანგული სკოლა (EFC), რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი, #53, #21 და #1 ექსპერიმენტალური საჯარო სკოლები და სკოლა „ჯეჯილი“.

„პროექტის ერთგული მხარდამჭერია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, რომელიც ამ წლების მანძილზე გვერდში უდგას COATS პროექტს და მასპინძლობს ამ ღონისძიებას.

ასევე პროექტს წლების მანძილზე მხარს უჭერს ისეთი ორგანიზაციები, როგორცაა ბრიტიშ პეტროლეუმ საქართველო (BP Georgia), ღია საზოგადოება საქართველო-სოროსის ფონდი (OSGF), ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (IWA), საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “Gosselin Mobility Group Georgia”, „ისთ ფოინთი“, კომპანია „ ბორჯომი“, “ჯი ენდ თი სერვისი”, აშშ-ს საელჩო, გ.თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, და სხვა ორგანიზაციები და კერძო პირები. წელს აქციას შემოუერთდნენ კორპორაცია „ქართული ღვინო“, წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, ქართული ტკბილეულის კომპანია „ბარამბო“, კომპანიები “ნიკორა”, “ნიკორა-თრეიდი” და კომპანია „Intrade”, რომლებმაც ბენეფიციარი ბავშვებისთვის თბილი ქურთუკები, საკანცელარიო და ტკბილეული მოგვაწოდეს. აქციის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ მედია-ჰოლდინგები „ფორტუნა“ და „პალიტრა მედია“.

ეს პროქტი სრულად დამოკიდებულია პროექტში მონაწილე სკოლების, ორგანიზაციების და კერძო პირების კეთილ ნებაზე და გულისხმიერებაზე. საქველმოქმედო აქცია COATS-ს უკვე არსებულ მონაწილე თბილისის სკოლებს, ორგანიზაციებს და კერძო პირებს წლიდან წლამდე უფრო მეტი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ემატება“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ესტუმრეთ COATS პროექტის ფეისბუქის გვერდს:

https://www.facebook.com/clothingothersagainstthesnow

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო