ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია COATS 2019 გაიმართა

ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ორგანიზებით, მე-10 წლიური საქველმოქმედო აქცია COATS 2019 (Clothing Others Against The Snow) გაიმართა. აქციის მიზანია მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველყოფაა.

“აქცია COATS პირველად 10 წლის წინ დაარსდა. თავდაპირველად ის კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ინიციატივით გაიმართა და უკვე 10 წელია გრძელდება მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დახმარება. წელს მონაწილეობას იღებს 14 სკოლა, 11-კერძო და 3 -საჯარო. ამ სკოლის ბავშვები ჩართულები არიან ტანსაცმლის შეგროვებაში. მშობელთა საბჭოებიდან წევრები ვეხმარებით ბავშვებს ამ აქციის მოწყობაში და ყოველ წელს ვმასპინძლობთ 300-ზე მეტ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს. აქციაში მონაწილეობა უხარიათ ბენეფიციარებს, მოხალისეებს. წელს 388 მოხალისე მონაწილეობს სკოლებიდან და 350 ბავშვს ჩავაცვამთ“, - განმარტა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის აკადემიის მშობელთა საბჭოს წევრმა ნათია ჯორჯიკიამ.

საქველმოქმედო აქციის ბენეფიციარები ძირითადად ორგანიზაცია ”ბავშვი და გარემო”, “ხსნის არმია” და “საქართველოს ამერიკელი მეგობრების” ცენტრებსა და თავშესაფრებში არიან რეგისტირებული. ნათია ჯორჯიკიას განმარტებით, ეს ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენასთან მუშაობენ. წელს COATS-ი ბავშვებს თბილისის, რუსთავის, ნორიოს, ბედიანის, ნიქოზის, ლაგოდეხის და ჭიათურის 13 თავშესაფრიდან მასპინძლობს.

„4 წელია, რაც უკვე აქ დავდივარ, მომწონს აქაურობა, ძალიან კარგი და მეგობრული ადგილია. ყოველთვის როცა აქ მოვდივარ, ძალიან მიხარია“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მზევინარ ფსუტურმა.

წლევანდელ აქციაში აქტიურად ჩართულია თბილისის 14 სკოლა, 11 კერძო და 3 საჯარო: გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია (GZAAT), ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA), ბრიტანული საერთაშორისო სკოლა თბილისში (BIST), QSI საერთაშორისო სკოლა, ახალი სკოლა (New School), წმ.გიორგის ბრიტანულ-ქართული სკოლა (BGS), ევროპული სკოლა (ES), Deutsche Internationale Schuhle, კავკასიის ფრანგული სკოლა (EFC), რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი, #53, #21 და #1 ექსპერიმენტალური საჯარო სკოლები და სკოლა „ჯეჯილი“.

„ჩემი სკოლა ძალიან დიდი ხანია, რაც ჩართულია ამ პროექტში, კიდევ 13 სხვა სკოლაა ჩართული. ყოველ წელს აქტიურად ვართ ჩართულები ქველმოქმედებაში, მოგვაქვს ბევრი რამ ბავშვებისთვის, რომ რაც ჩვენი დევიზია გავამართლოთ. ძალიან მაგარი გარემოა, მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა და დადებითი ენერგია მოდის ბავშვებისგან“, განაცხადა გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მოსწავლემ ქეთო ანთიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია COATS 2019  გაიმართა

ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ორგანიზებით, მე-10 წლიური საქველმოქმედო აქცია COATS 2019 (Clothing Others Against The Snow) გაიმართა. აქციის მიზანია მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველყოფაა.

“აქცია COATS პირველად 10 წლის წინ დაარსდა. თავდაპირველად ის კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ინიციატივით გაიმართა და უკვე 10 წელია გრძელდება მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დახმარება. წელს მონაწილეობას იღებს 14 სკოლა, 11-კერძო და 3 -საჯარო. ამ სკოლის ბავშვები ჩართულები არიან ტანსაცმლის შეგროვებაში. მშობელთა საბჭოებიდან წევრები ვეხმარებით ბავშვებს ამ აქციის მოწყობაში და ყოველ წელს ვმასპინძლობთ 300-ზე მეტ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს. აქციაში მონაწილეობა უხარიათ ბენეფიციარებს, მოხალისეებს. წელს 388 მოხალისე მონაწილეობს სკოლებიდან და 350 ბავშვს ჩავაცვამთ“, - განმარტა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის აკადემიის მშობელთა საბჭოს წევრმა ნათია ჯორჯიკიამ.

საქველმოქმედო აქციის ბენეფიციარები ძირითადად ორგანიზაცია ”ბავშვი და გარემო”, “ხსნის არმია” და “საქართველოს ამერიკელი მეგობრების” ცენტრებსა და თავშესაფრებში არიან რეგისტირებული. ნათია ჯორჯიკიას განმარტებით, ეს ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენასთან მუშაობენ. წელს COATS-ი ბავშვებს თბილისის, რუსთავის, ნორიოს, ბედიანის, ნიქოზის, ლაგოდეხის და ჭიათურის 13 თავშესაფრიდან მასპინძლობს.

„4 წელია, რაც უკვე აქ დავდივარ, მომწონს აქაურობა, ძალიან კარგი და მეგობრული ადგილია. ყოველთვის როცა აქ მოვდივარ, ძალიან მიხარია“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მზევინარ ფსუტურმა.

წლევანდელ აქციაში აქტიურად ჩართულია თბილისის 14 სკოლა, 11 კერძო და 3 საჯარო: გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია (GZAAT), ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA), ბრიტანული საერთაშორისო სკოლა თბილისში (BIST), QSI საერთაშორისო სკოლა, ახალი სკოლა (New School), წმ.გიორგის ბრიტანულ-ქართული სკოლა (BGS), ევროპული სკოლა (ES), Deutsche Internationale Schuhle, კავკასიის ფრანგული სკოლა (EFC), რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი, #53, #21 და #1 ექსპერიმენტალური საჯარო სკოლები და სკოლა „ჯეჯილი“.

„ჩემი სკოლა ძალიან დიდი ხანია, რაც ჩართულია ამ პროექტში, კიდევ 13 სხვა სკოლაა ჩართული. ყოველ წელს აქტიურად ვართ ჩართულები ქველმოქმედებაში, მოგვაქვს ბევრი რამ ბავშვებისთვის, რომ რაც ჩვენი დევიზია გავამართლოთ. ძალიან მაგარი გარემოა, მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა და დადებითი ენერგია მოდის ბავშვებისგან“, განაცხადა გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მოსწავლემ ქეთო ანთიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია