მეუფე დანიელი - დიახ, უწმინდესი ლოცულობს ყველაზე მეტად გაჭირვებული, სარწმუნოებისა და ეკლესიისადმი დაპირისპირებული ადამიანებისთვის

ვმადლობთ პატრიარქს ამ წყალობისათვის, რომელიც მიუხედავად ამდენი უმადურებისა და განსაცდელისა, სიყვარულით არის სავსე და ყველაზე მეტად ლოცულობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუბრუნდნენ დედაეკლესიის წიაღს, - ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ქადაგებისას განაცხადა.

„ამ ტაძრის აშენებით ჩვენ დავუბრუნდით ერთობით დედაეკლესიას, თუმცა ბრძოლა გრძელდებოდა და დღემდე გრძელდება. არაერთი განსაცდელი გამოიარა ეკლესიამ, კიდევ არაერთი გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ეკლესიამ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ წყალობისთვის, ჩვენ ვმადლობთ პატრიარქს ამ წყალობისათვის, რომელიც მიუხედავად ამდენი უმადურებისა, მიუხედავად ამდენი განსაცდელისა, სიყვარულით არის სავსე და ყველაზე მეტად ლოცულობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუბრუნდნენ დედაეკლესიის წიაღს და კიდევ უფრო მეტად, ვინც ჯერ კიდევ უპირისპირდება დედაეკლესიას, მათთვის ლოცულობს. ეს არის აღსრულება ყველაზე მთავარი მცნებისა - აკურთხებდით მაწყევართა თქვენთა. დიახ, უწმინდესი ლოცულობს ყველაზე მეტად გაჭირვებული, სწორედ სარწმუნოებისა და ეკლესიისადმი დაპირისპირებული ადამიანებისთვის და სწორედ ამაშია ჩვენი გამარჯვების ძალა.

საქართველოში დაიწყო დიდი პროცესი შემობრუნების. უკვე 42 წელია მიმდინარეობს ეს საოცარი პროცესი და ამის შედეგად, ჩვენ ვხედავთ სულ უფრო და უფრო გაძლიერებას ჩვენი ეკლესიის, სამღვდელოების, ერის, სულიერ გაძლიერებას. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ასევე, რაც ნაწინასწარმეტყველებია, რომ სულ უფრო და უფრო გაიზრდება, გაძლიერდება მთელ მსოფლიოში დევნა ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და სადაც ის ძლიერი იქნება, დევნა კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ 42 წელი ყოველ წელს ჩვენს ეკლესიასა და განსაკუთრებით, პიროვნებას, რომელსაც ღმერთმა დაავალა ქართველი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან დაბრუნება, მისი სულიერი განმტკიცება, ყოველწლიურად აქვს მრავალი განსაცდელი. მან გამოიარა უმძიმესი ჯვარცმა, მაგრამ ყოველთვის, ყოველი ჯვარცმის შემდეგ, დგებოდა აღდგომის ჟამი და ჩვენ ვგრძნობდით შვებას, ჩვენ ვგრძნობდით წინსვლას, სიხარულს“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა