“ჯივიპი”, 25 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით  სამუშაოებს განახორციელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, თაქთაქიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯივიპიდან“ აცნობეს.

პროექტის ამ ეტაპზე შეიცვალა 260 მეტრი სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ჯივიპი“ 25 ნოემბერს წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ორშაბათს, 25 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან 26 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; თაქთაქიშვილის, მირცხულავას, ავალიშვილის ქუჩებს; ფალიაშვილის, არაყიშვილის, აბაშიძისა და მოსეშვილის ქუჩების ნაწილს;

„ჯივიპი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის და წყალმომარაგების აღდგენამდე მოსახლეობას წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა