ჰონგ-კონგში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

ჰონგ-კონგის 18 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს, ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივიდროით 07:30 საათზე გაიხსნა. არჩევნებისთვის 4,13 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. რაიონული საბჭოს დეპუტატის 452 მანდატისთვის 1090 კანდიდატი იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ამ მანდატების უმრავლესობა პრო-პეკინურ პარტიებს ეკუთვნოდათ.

ჰონგ-კონგის პრო-დემოკრატიულმა საპროტესტო ჯგუფებმა მოსახლეობას მოუწოდეს, არჩევნების მიმდინარეობას ხელი არ შეუშალონ. მათ იმედი აქვთ, რომ აღნიშნული არჩევნებით ჰონგ-კონგი ჩინეთის მთავრობას სერიოზულ მესიჯს გაუგზავნის. ჰონგ-კონგის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობის შემთხვევაში, არჩევნებს ჩაშლის.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა