გიორგი სანიკიძე  - ჩვენი ინტერესია თურქეთის, როგორც პროდასავლური ქვეყნის არსებობა და არ მოხდეს თურქეთის და რუსეთის ზედმეტი დაახლოება

ირანში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყანაში ცვლილებების პერსპექტივებზე, ანკარასა და მოსკოვის დაახლოების შემდეგ ტრამპისა და ერდოღანის შეხვედრის შედეგებსა და იმაზე, თუ კორექტივებს შეიტანენ ისინი ერთი მხრივ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში, ინტერპრესნიუსი” აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ირანის ქალაქების ქუჩებში საპროტესტო მოძრაობა გასულ კვირას დაიწყო და დღესაც გრძელდება. მომიტინგეებმა 110 საპოლიციო განყოფილება დაწვეს, 5 დიდი ციხე გატეხეს, რომელშიც 172 ათასი მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს.

მომიტინგეებმა ასევე თეირანის ცენტრში აიათოლა ჰომეინის ბიუსტს ცეცხლი წაუკიდეს. ასეთი რამ ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ არ მომხდარა. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ჩვენგან არც ისე შორს, ირანის ისლამურ სახელმწიფოში?

- თავიდანვე უნდა ავღნიშნო, რომ ირანში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს. ამას ბევრი მიზეზი აქვს. თავის დროზე სირიაში განვითარებულ მოვლენებზეც მწირი ინფორმაცია ვრცელდებოდა და შესაბამისად, სრული სურათის წარმოდგენა რთული იყო.

ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით დაახლოებით ასეთივე ვითარებაა ირანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ირანში ინტერნეტის მიწოდება საერთოდ შეწყვეტილი იყო. ახლაც ძალიან შეზღუდულად ხდება ინტერნეტის მუშაობა. ამის გამო სრულ ინფორმაციას იქიდან ვერ ვიღებთ, მაგრამ რასაც ვიღებთ, იმით შეგვიძლია გარკვეული დასკვნების გაკეთება.

მთავარი დასკვნა ისაა, რომ ირანში დაგროვილია ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელთა გამო მომიტინგეებს პოლიტიკური მოთხოვნები გაუჩნდათ. ძირითადად რამდენიმე პოლიტიკური მოთხოვნა უკვე გამოკვეთილია - პირველი გახლავთ ქვეყნის გახსნილობის მოთხოვნა, მეორე - არსებული რეჟიმის შეცვლა, ხოლო მესამე - ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და არა იმაზე, რომ ზეგავლენა ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და არაოფიციალურ დონეზე მუდმივად არ იყოს საუბარი ე.წ. შიიტური რკალის შექმნის იდეაზე.

ირანში დაგროვილია ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელთა გამო მომიტინგეებს პოლიტიკური მოთხოვნები გაუჩნდათ. ძირითადად რამოდენიმე პოლიტიკური მოთხოვნა უკვე გამოკვეთილია - პირველი გახლავთ ქვეყნის გახსნილობის მოთხოვნა, მეორე - არსებული რეჟიმის შეცვლა, ხოლო მესამე - ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და არა იმაზე, რომ ზეგავლენა ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და არაოფიციალურ დონეზე მუდმივად არ იყოს საუბარი ე.წ. შიიტური რკალის შექმნის იდეაზე

ძირითადად ამას მოითხოვენ მომიტინგეები და ქუჩაში გამოსული და გააქტიურებული ადამიანები. თუმცა, ძალიან ძნელია იმაზე საუბარი თუ რას გამოიწვევს ქუჩაში დაწყებული საპროტესტო ტალღა და ის დაწყებული პროცესები, რაც ახლა ირანის ქუჩებში ხდება.

- ირანი საკმაოდ დიდი ქვეყანაა და თქვენი დაკვირვებით რამდენად მასშტაბურია ის სახალხო მღელვარება რაც დაწყებულია ირანში?

- მასშტაბური არის, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მასშტაბურია. დიახ, ირანი დიდი ქვეყანაა და თუ სწორად მახსოვს, ირანის მოსახლეობა ამჟამად 83 მილიონს შეადგენს. საპროტესო ტალღა ქვეყნის ბევრ რეგიონშია, მაგრამ არა ყველაში. ინფორმაციული ვაკუუმი ქმნის იმის საშუალებას, რომ ამა თუ იმ რეგიონებში საპროტესტო მოძრაობების მოქმედება სინქრონულად არ მოხდეს.

მეტიც, დადასტურებულია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა სპორტული შეჯიბრებები, გადაიდო შიდა ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩები, რადგან სტადიონი ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილებია.

საინტერესო გახლავთ ის, რომ საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია ბენზინის ფასის გაძვირების მოლოდინმა. ბენზინის სავარაუდო გაძვირების შესახებ ხმები კარგა ხანი ვრცელდებოდა, გაძვირების შესახებ ხელისუფლებას უნდა გამოეცხადებინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ნაციონალური ნაკრებების საფეხბურთო მატჩის შემდეგ.

თეირანში დარწმუნებული იყვნენ, რომ ირანის ნაკრები გაიმარჯვებდა და საყოველთაო ზეიმის ფონზე მოსახლეობა ადვილად გადაიტანდა ბენზინზე ფასის გაზრდას. მაგრამ ასე არ მოხდა, ერაყში გამართულ მატჩში ირანის ნაკრები ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

თეირანში დარწმუნებული იყვნენ რომ ირანის ნაკრები გაიმარჯვებდა და საყოველთაო ზეიმის ფონზე მოსახლეობა ადვილად გადაიტანდა ბენზინზე ფასის გაზრდას. მაგრამ ასე არ მოხდა, ერაყში გამართულ მატჩში ირანის ნაკრები ანგარიშით 2:1 დამარცხდა

- თუ ჰყავს სახალხო მოძრაობას გამოკვეთილი ლიდერი ან ლიდერები? რამდენად მძლავრია ეს მოძრაობები იმისათვის, რომ მათ მიერ გახმოვანებული ლოზუნგები და მიზნები შესრულდეს?

ასევე საინტერესოა ის, რომ ნავთობის მომპოვებელ ქვეყანაში სავარაუდოდ რა იყო ბენზინის გაძვირების მიზეზი?

- სახალხო მოძრაობის ლიდერები გამოკვეთილი არ არიან. ირანში ბევრი მიზეზის გამო ოპოზიციაზე საუბარი ძალიან ჭირს, შესაბამისად, კიდეც რომ იყვნენ ლიდერები, მათი საჯარო სივრცეში გამოჩენა საკმაოდ რთული თემაა.

რაც შეეხება ბენზინის ფასს. მას შემდეგ, რაც ირანს კიდევ უფრო გაუმკაცრდა ეკონომიკური სანქციები, ხელისუფლება იძულებული გახდა ბენზინის ფასის გაზრდაზე ეფიქრა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანს აქვს ნავთობი, ირანში ძალიან სუსტადაა განვითარებული ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა. ამის გამო, ირანი ყიდის ნავთობს და ყიდულობს ბენზინს. ანუ, თავად ვერ აწარმოებს საკმარისი რაოდენობით იმდენ ბენზინს, რაც მას თავად სჭირდება.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ირანს ნავთობი მოპოვება იაფი უჯდება, რადგან მათი მოპოვება დიდი სიღრმეებიდან არ ხდება, იგი იმდენ ბენზინს ვერ აწარმოებს, რაც მას თავად სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ირანს აქვს ნავთობი, ირანში ძალიან სუსტადაა განვითარებული ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა. ამის გამო ირანი ყიდის ნავთობს და ყიდულობს ბენზინს. ანუ, თავად ვერ აწარმოებს საკმარისი რაოდენობით იმდენ ბენზინს, რაც მას თავად სჭირდება

ნაბთობგადამამუშავებელი მრეწველობის სისუტე და განუვითარებლობა იწვევს იმას, რომ იგი იძულებულია ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილი, მათ შორის ბენზინი, იყიდოს და შემოიტანოს. საუბარია იგივე თავისივე ნავთობისგან წარმოებულ ბენზინზე. ეს კი, რა თქმა უნდა, ბენზინის ფასზე აისახება.

შეიძლება ითქვას, რომ ირანი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც საკმაოდ იაფია ბენზინის ფასი. დღესაც გაძვირების შემდეგ ძნელია იმის თქმა, რომ ირანში ბენზინის ფასი ძალიან ძვირია. ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან, ამ გაძვირების შემდეგაც ძალიან იაფია ბენზინი.

- რა ღირს ერთი ლიტრი ბენზინი?

- ირანის ხელისუფლება მოქალაქეებზე ყიდის სუბსიდირებულ 50-60 ლიტრ ბენზინს, რომლის ფასი 13 ცენტია. რა თქმა უნდა, ეს მომხმარებლისთვის ძალიან ცოტაა. ასევე იყიდება არასუბსიდირებული ბენზინი, რომლის ფასი 26-27 ცენტია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკური სანქციების გამო ირანული ვალუტა ძალიან არამყარია, მისი დოლართან შეფარდება ხელოვნურადაა შენარჩუნებული, ბენზინის რეალური ფასი შესაძლოა მეტიც იყოს, ვინაიდან ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს საკუთარი ფულის გაუფასურების შეჩერებას.

ირანის ხელისუფლება მოქალაქეებზე ყიდის სუბსიდირებულ 50-60 ლიტრ ბენზინს, რომლის ფასი 13 ცენტია. რა თქმა უნდა, ეს მომხმარებლისთვის ძალიან ცოტაა. ასევე იყიდება არასუბსიდირებული ბენზინი, რომლის ფასი 26-27 ცენტია

ასე რომ, ბენზინის ფასის თემა ირანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა რომაა, უკანასკნელ ხანებში განვითარებულმა მოვლენებმაც ანახა.

- მომიტინგეთა და სახალხო მღელვარების წიაღში გაჩენილი ის ლოზუნგები, რომლებზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, ირანში მას შემდეგ არსებობს, რაც ამ ქვეყანაში 1979 წელს ისლამური რევოლუცია მოხდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ სახელმწიფოში რეპრესიული ორგანოები საკმაოდ მკაცრად მოქმედებენ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მოკლევადიან ანდა თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში იმ ლოზუნგების განხორციელებას, რომელიც სახალხო მღელვარებების დროს დროდადრო აყენებენ?

- ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე ძნელია რამეს პროგნოზირება, ასევე ძალიან რთულია ირანის პერსპექტივებზე საუბარი. მხოლოდ ერთს ვიტყვი - 1979 წელს ირანში ისლამურ რევოლუციას არავინ პროგნოზირებდა, ის მოძრაობაც, რომელმაც რევოლუცია შვა და იმ ტიპის რეჟიმი მივიღეთ, რომელიც ახლაა, ამას ვერც ვერავინ წარმოიდგენდა. რადგან, 1979 წლის რევოლუცია სულაც არ დაწყებულა, როგორც ისლამური.

ირანს საკმაოდ თავისებული სახელმწიფო მოწყობა აქვს. სულიერი ლიდერი რაჰბარი - აიათოლა ალი ჰამენეი, სრულად აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ირანში ძალოვანი სტრუქტურები საკმაოდ დაქსაქსულია, მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ შინაგან ჯარს არ ჩავთვლით, ცალკე არსებობს არმია და ცალკე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.

რეალურად, ეს უკანასკნელი სახელმწიფოა სახელმწიფოში. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი რაჰბარის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა. ყველა ძალოვან უწყებებს შორის კავშირი ძალიან მყარია. ამიტომ ხელისუფლებას, წინააღმდეგობის ჩახშობის საშუალება აქვს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი რაჰბარის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა. ყველა ძალოვან უწყებებს შორის კავშირი ძალიან მყარია. ამიტომ ხელისუფლებას წინააღმდეგობის ჩახშობის საშუალება აქვს

მიუხედავად იმისა, რომ ირანის კონსტიტუციაში ძალაუფლების სამი შტო ერთმანეთისგან გაყოფილია, სამივე შტო ქვეყნის სულიერი ლიდერის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედებს და ფუნქციონირებს. რეალურად სახელმწიფოში მთავარი ფიგურა სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეია, რომელიც დღეს რაჰბარის წოდებას ფლობს. ეს წოდება კი ირანში გზის მიმცემსა და განმსაზღვრელს ნიშნავს

გარდა ამისა, ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერებიც ჰყავს. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ საპროტესტო აქციების ფონზე პარალელურად ასევე იმართება ხელისუფლების მხარდამჭერთა აქციებიც.

იმის გამო, რომ ძალოვანი უწყებები ძალიან დამოკიდებული არიან რეჟიმის არსებობაზე, ეს გარემოება თანამედროვე ირანში ბევრი რამის განმაპირობებელია. ირანის პრობლემაც იმაშია, რომ რეალური ძალაუფლებისა და გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოები პარალელურად არსებობენ. ქვეყნის სულიერ ლიდერს ქვეყანაში უცნაური როლი აკისრია. უცნაური იმ თვალსაზრისით, რომ იერარქიაში ის პირველი პირია.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ირანის კონსტიტუციაში ძალაუფლების სამი შტო ერთმანეთისგან გაყოფილია, სამივე შტო ქვეყნის სულიერი ლიდერის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედებს და ფუნქციონირებს. რეალურად სახელმწიფოში მთავარი ფიგურა სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეია, რომელიც დღეს რაჰბარის წოდებას ფლობს. ეს წოდება კი ირანში გზის მიმცემსა და განმსაზღვრელს ნიშნავს.

პრაქტიკულად, ტრამპის გამო დასაავლეთსა და თეირანს შორის დადებული შეთანხმება ჩაიშალა და ირანს ახალი სანქციები დაეკისრა. სწორედ ამ სანქციების შედეგია ის საკმაოდ მძიმე სოციალური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც დღეისათვის ირანშია შექმნილი

ირანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისგან იმით გამოირჩევა, რომ რეგულარულად ტარდება სხვადასხვა დონის არჩევნები, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებიც. დღევანდელი პრეზიდენტი რუჰანი პრაგმატულ, მაგრამ ზომიერ პოლიტიკოსად ითვლება, ვინაიდან იგი ცდილობდა ქვეყანა მეტად ყოფილიყო გახსნილი. მიუხედავად იმისა, რომ რუჰანი საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტია, მას რეალური ძალაუფლება არ აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტ ობამას მეორე ვადაში მიღწეული იყო შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელსაც დასავლეთი წარმატებულად მიიჩნევდა.

მაგრამ ამ შეთანხმების მიმართ ტრამპმა სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება გამოიჩინა და აშშ ამ ხელშეკრულებიდან გამოვიდა. პრაქტიკულად, ტრამპის გამო დასაავლეთსა და თეირანს შორის დადებული შეთანხმება ჩაიშალა და ირანს ახალი სანქციები დაეკისრა. სწორედ ამ სანქციების შედეგია ის საკმაოდ მძიმე სოციალური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც დღეისათვის ირანშია შექმნილი.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა რუსეთისგან ს-400 შეიძინა და და მოსკოვის მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ინტერესების არდამთხვევა საკმაოდ დიდია, ამიტომ, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ თურქეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან

- სულ ცოტა ხნის წინ რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა ისეთ ფაზაში იყო შესული, რომ გაუგებარი იყო ანკარა აშშ-ს მოკავშირე უფროა თუ რუსეთის. თურქეთის მიერ რუსეთისაგან ს-400-ების შეძენის შემდეგ ასეთ კითხვას ბევრი სვამდა.

მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი შედგა და ტრამპსა და ერდოგანს შორის საკმაოდ ხანგრძლივი და შედეგიანი მოლაპარაკებები გაიმართა, აშშ-თურქეთის ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა კორექტივებს შეიტანს აშშ-ში ერდოგანის ვიზიტი ანკარის ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში და ანკარა-მოსკოვის ურთიერთობებში?

- ამ შეხვედრამდე უცნაურადაც კი ვითარდებოდა მოვლენები, მხედველობაში მაქვს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერდოღანმა ტრამპის უხეში ტონით დაწერილი წერილი სანაგვეში მოისროლა.

დღეს ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით თითქოს შეიცვალა ვითარება. თუმცა, ამერიკელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები კარგ ნაბიჯად არ მიიჩნევენ იმას, რომ ტრამპმა ერდოღანთან და შესაბამისად თურქეთთან ურთიერთობებში გარკვეული პოზიციები დათმო.

ახლა განხილვადი თემაა თუ რამდენად რეალურია, რომ თურქეთი გახდეს რუსეთის მოკავშირე და შესაბამისად, დაუპირისპირდეს აშშ-სა და დასავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა რუსეთისგან ს-400 შეიძინა და და მოსკოვის მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ინტერესების არდამთხვევა სააკმაოდ დიდია. ამიტომ, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ თურქეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან.

დღეს დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ თურქეთი და აშშ, თურქეთი და დასავლეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები იქიდან გამომდინარე, რომ დღეს თურქეთი ნატოს წევრია

ძნელია იმის თქმა თუ რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ დღეს დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ თურქეთი და აშშ, თურქეთი და დასავლეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები იქიდან გამომდინარე, რომ დღეს თურქეთი ნატოს წევრია.

თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრის, სტამბულში არსებული ქორას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ. ამ მუზეუმში ყველაზე ცნობილი ქრისტიანული მოზაიკებია. გარდა ამისა, ვრცელდება ხმები, რომ თურქეთის ხელისუფლება აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს

რაც შეეხება მათ შორის წინააღმდეგობებს, სირიაში იმდენი ურთიერთსაპირისპირო ინტერესია გამოკვეთილი, რომ დღეს კონკრეტულად იმის თქმა, რა და როგორ იქნება ძნელია. შესაძლოა, რომელიმე ორ მხარეს თანხვედრი ინტერესები ჰქონდეს რაღაც საკითხში, მაგრამ ძალიან ბევრი საკითხებში მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ არათანხვედრი პოზიციები. ამიტომ ძალიან რთულია იმის პროგნოზირება სირიის თემებზე თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობები როგორ განვითარდება.

საერთოდ, ისტორიულად ასეა - თურქეთი ყოველთვის უფრთხის რუსეთს. ცდილობს რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადადგას. მიუხედავად იმისა, რომ რომ თურქეთი რჩება დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორად, დღევანდელი თურქეთი ძალიან შეცვლილია.

ერდოღანის მმართველობის პერიოდში თურქეთი შეიცვალა იმ თვლსაზრისითაც, რომ დასავლეთმა არ გადადგა თურქეთის მიმართულებით ნაბიჯები, რათა ამ უკანსაკნელს ევროკავშირისკენ ემოძრავა. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა პრაქტიკულად დახურულია. საქართველო უფრო იქნება ახლო პერსპექტივაში ევროკავშირის წევრი, ვიდრე თურქეთი.

თურქეთში არსებულმა განწყობებმა და ერდოღანის ფიგურამაც განაპირობა ქვეყნის უფრო აღმოსავლეთისკენ შემობრუნება. სხვათა შორის, ეს სიმბოლურ და არცთუ ისე სწორ ფაქტებშიც გამოიხატა.

მხედველობაში მაქვს ის, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრის, სტამბულში არსებული ქორას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ. ამ მუზეუმში ყველაზე ცნობილი ქრისტიანული მოზაიკებია. გარდა ამისა, ვრცელდება ხმები, რომ თურქეთის ხელისუფლება აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს.

ირანს სირიაში საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს. ისრაელი ეცდება არ დაუშვას ირანის გაძლიერება და ამისათვის იგი ყველა პრევენციულ ზომას იღებს

ვიმეორებ, ანკარის ხელისუფლების მხრიდან ქორას მუზეუმისა და აია-სოფიასთან დაკავშირებული გეგმები და უკვე გადადგმული ნაბიჯები ღრმა სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ეს ზოგადად ნიშნავს ათათურქის მემკვიდრეობაზე უარის თქმას.

თავის დროზე ათათუთურქმა მიიღო ყველაზე კარგი და შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, როცა აია-სოფია მსოფლიო მემკვიდრეობის ნიმუშად გამოაცხადა. დღემდე აია-სოფია არც მხოლოდ ისლამური, არც მხოლოდ ქრისტიანული კულტურის ძეგლი იყო და ის აქამდე ყველას ეკუთნოდა.

- სირიაში მიმდინარე პროცესების ფონზე ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ რთული სურათია. ირანში განვითარებული პროცესების ფონზე სირიასა და არა მარტო სირიაში, ირანშიც საკმაოდ გააქტიურებულია ისრაელი. ისრაელის ავიაციამ სირიასა და ირანში არაერთი ირანული სამხედრო ბაზა დაბომბა.

მესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების დამშვიდება საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით რაც ახლა იქ ხდება, სავარაუდოდ, რა გაგრძელებები შეიძლება ჰქონდეს იქ მიმდინარე მოვლენებს?

- ახლო აღმოსავლეთი ისეთი რეგიონია, სადაც კონფლიქტები არ წყდება, ძველი და გადაუწყვეტელი პრობლემები გადაუწყვეტელია და ისინი როდის შეიძლება გადაწყდეს, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

ისრაელთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას - ისრაელი მიიჩნევს, რომ მისთვის რეგიონში მთავარი მტერი ირანია. ირანს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ისრაელი, როგორც სახელმწიფო არ უნნდა არსებობდეს და დღეს მისი არსებობა ისტორიის შეცდომაა.

სირიაში ირანის მოკავშირე თუ ვინმე იყო, ეს გახლდათ ბაშარ ასადის რეჟიმი. უნდა ითქვას, რომ ირანს სირიაში საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს. ისრაელი ეცდება არ დაუშვას ირანის გაძლიერება და ამისათვის იგი ყველა პრევენციულ ზომას იღებს.

რამდენიმე წელიწადია ირანელი ტურისტებისთვის საქართველო სასურველ მიმართულებადაა ქცეული. ბევრი ირანელი ცდილობს ჩვენთან ბიზნესის დაწყებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ თვალსაზრისით გააქტიურებულია ირანში მცხოვრები ქართული დიასპორა. ძალიან ბევრი ცდილობს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას

- ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად გართულებული პროცესების ფონზე, ერთის მხრივ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ხოლო მეორეს მხრივ აშშ-თურქეთის ასევე დამთბარი ურთიერთობების ფონზე, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება საკმაოდ რთული მეზობლების გარემოცვაში მყოფი საქართველოს დღის წესრიგი?

- ჩვენი იმედი და სურვილია, თურქეთი როგორმე დარჩეს დასავლეთის მოკავშირედ, მორჩეს ის გაუგებრობები, რომელიც დასავლეთსა და თურქეთს შორის არსებობს და იგი დარჩეს, როგორც ნატოს სრულფასოვანი ძლიერი წევრი-ქვეყანა.

ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ჩვენი ინტერესია თურქეთის, როგორც პროდასავლური ქვეყნის არსებობა და არ მოხდეს თურქეთის და რუსეთის ზედმეტი დაახლოება.

იმის გამო, რომ თურქეთსა და რუსეთს სხვადასხვა მიზნები აქვთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი და თურქეთი სტრატეგიულ პარტნიორებად გადაიქცნენ.

- გასულ კვირას ანკარაში საქართველოს მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმყოფებოდა ვიზიტად. ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომისიის სხდომა 14 წლის შემდეგ პირველად გაიმართა.

გითხრათ სიმართლე, ამ ინფორმაციამ უცნაურად კი გაიჭღერა იმ თვალსაზრისით, რომ მართლაც ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ეს კომისია ამდენ ხანს რომ არ შეკრებილა...

- წელს მნიშვნელოვნად შემცირებულია თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობა. შესაძლოა, ამგვარი კომისიის მუშაობის განახლება ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასაც უკავშირდებოდეს.

- თუ ისევ ირანის თემას დავუბრუნდებით, ჩვენში ხშირად გაიგონებთ იმაზე მსჯელობას, რომ ირანელების თბილისში ყოფნა შესამჩნევად გაზრდილია. თქვენი დაკვირვებით, რა ტენდენციებთან გვაქვს საქმე?

- რამდენიმე წელიწადია ირანელი ტურისტებისთვის საქართველო სასურველ მიმართულებადაა ქცეული. ბევრი ირანელი ცდილობს ჩვენთან ბიზნესის დაწყებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ თვალსაზრისით გააქტიურებულია ირანში მცხოვრები ქართული დიასპორა. ძალიან ბევრი ცდილობს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას.

ამ პროცესებში ჩართული არიან არა მხოლოდ ფერეიდანში, არამედ სხვა რეგიონებში მცხოვრები ქართველების შთამომავლები. საქართველოში მათი

მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქტიურად ცდილობენ საქართველოში ბიზნესის წამოწყებას, ირანიდან საქართველოში დიდი ბიზნესი არ შემოდის. დიდ ინვესტიციებზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და ტურისტებისთვის საქართველო საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა.

თუ ამას დავამატებთ იმასაც, რომ ირანსა და საქათველოს შორის უვიზო მიმოსვლაა, ირანის მოქალაქეების სიმრავლე თბილისი არ უნდა გაგვიკვირდეს. არ იყო კარგი ამბავი ირანიდან ჩამოსული ხალხის საზღვრიდან უკან გაბრუნება. ამან გარკვეული პრობლემები შექმნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

ახლა ეს პრობლემები მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია და ირანის მიმართულებით თბილისიდან თვითმფრინავის ერთი რეისი სრულდება. ზოგ შემთხვევაში, ორი რეისიც. ახლა საქართველო-ირანს შორის ნორმალური მიმოსვლაა, თუმცა აქეთ უფრო მეტად ირანელები ჩამოდიან, ხოლო ქართველები იშვიათად.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო