კომპანია ბორუსან კატმა თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე „მომხმარებლის დღე“ წელს ბათუმში უმასპინძლა (R)

Caterpillar-ის ოფიციალურმა დილერმა საქართველოში - კომპანია ბორუსან კატმა მასშტაბური ღონისძიება გამართა თავისი მომხმარებლებისთვის. დახურული ღონისძიება, სახელწოდებით ‘მომხმარებლის დღე 2019’ გაიმართა 22 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, სადაც წარმოდგენილი იყო უახლესი ტექნოლოგიების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დემო ჩვენება და მათი თეორიული განხილვა.

მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ როგორც საშუალო და დიდი ზომის ახალი თაობის ექსკავატორების შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა დანიშნულების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკას. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ამერიკული ბრენდის Cat-ის ექსკავატორები, ბულდოზერები, ექსკავატორ-დამტვირთველები და მინი სატვირთველი.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო კატერპილარის შვილობილი კომპანიის SEM-ის გრეიდერები და ფრონტალური დამტვირთველები. SEM-ის ბრენდის პროდუქცია განსაკუთრებით საინტერესოა იმ სეგმენტისთვის, ვინც ეძებს ოპტიმალურ თანაფარდობას ფასსა და ხარისხს შორის. კატერპილარის მრავალწლიანი გამოცდილება მისი შვილობილი ბრენდების მაღალი ხარისხის გარანტია.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ კატერპილარის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები. ასევე კომპანია ბორუსან კატმა უმასპინძლა თავის პარტნიორ კომპანიებს საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

კომპანია ბორუსან კატი უკვე 20 წელიწადზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს Cat-ის და SEM-ის ბრენდების საგზაო-სამშენებლო ტექნიკას, Cat-ის დიზელისა და გაზის გენერატორებს, ავტორიზებულ სერვისს და სათადარიგო ნაწილებს.

ამჟამად კომპანია საქართველოს ფარგლებში ფლობს 3 ფილიალს. მათ შორის ორს - დედაქალაქში და ერთს - ქალაქ ბათუმში. სამომავლოდ კომპანია გეგმავს გაფართოებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რათა მომხმარებლებს შეუქმნას მეტი კომფორტი.

საკონტაქტო პირები:

ნატალია გოდერძიშვილი (Borusan Cat-ის კავკასიის მარკეტინგის სუპერვაიზორი) +995599123344 ngoderdzishvili@borusan.com

ზურაბ ტალახაძე (Borusan Cat საქართველოს საგზაო-სამშენებლო ტექნიკის გაყიდვების წარმომადგენელი) +995595502333 ztalakhadze@borusan.com

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა