ვოლტი მავნე გამონაბოლქვით მიყენებულ ზიანს 100%-ით აკომპენსირებს (R)

ვოლტი მავნე გამონაბოლქვით მიყენებულ ზიანს  100%-ით აკომპენსირებს (R)

საკვების მიტანის ფინური კომპანია ვოლტი მნიშვნელოვან გარემოს დაცვით პროექტს აანონსებს - იგი შეკვეთების მიტანის დროს გამოყოფილი ნახშირორჟანგით გარემოზე მიყენებულ ზიანს 100 %-ით აანაზღაურებს. ეს ეხება ყველა შეკვეთას, რომელიც ვოლტმა მსოფლიოს მასშტაბით 2015 წლიდან დღემდე განახორციელა და, ასევე, განახორციელებს მომავალში.

აღნიშნულ პროექტს ვოლტი თავის პარტნიორ, კლიმატის ინდუსტრიის ლიდერ ორგანიზაცია, South Pole-თან ერთად ახორციელებს. South Pole 2006 წლიდან აქტიურად მუშაობს ატმოსფეროში გაზრდილი ნახშიროჟანგის შემცირებაზე სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მთავრობებთან ერთად. იგი გაეროს Global Compact-ისა და ევროკავშირის KIC წევრია. როგორც International Carbon Reduction and Offset Alliance (ICROA)-ს წევრი, მისი ყველა პროექტი დამტკიცებულია საერთაშორისო სტანდარტებით, არის ქმედითი, აღრიცხვადი და სანდო. ორგანიზაცია არაერთხელ იქნა აღიარებული, როგორც საუკეთესო პროექტის დეველოპერი.

ვოლტით შეკვეთების მიტანა ძირითადად მანქანებით, სკუტერებით, მოტოციკლებითა და ველოსიპედებით ხორციელდება, თითოეულის მიერ გამოყოფილი CO2 ვოლტის და South Pole-ის მიერ ცალ-ცალკე იქნა აღრიცხული. კერძოდ, შემოწმდა შეკვეთის მიტანის პროცესში, რომელი სატრანპორტო საშუალება რა ოდენობის სათბურის გაზის ემისიას ახდენს ატმოსფეროში, რაც მოიცავს არა მხოლოდ ნახშირორჟანგს, არამედ, ასევე მეთანს და აზოტის ოქსიდს.

ამ ზიანის ასანაზღაურებლად ვოლტი ყოველთვიურად ორ პროექტს უჭერს მხარს. ყოველი თვის დასასრულს, ანგარიშდება თუ რა ოდენობის ნახშირორჟანგი გამოიყო ვოლტის შეკვეთების მიტანის შედეგად, რასაც ვოლტი South Pole-სგან შეძენილი ეგრეთ წოდებული “კარბონ-კრედიტებით” აკონპენსირებს. აღნიშნული თანხები ორი პროექტის განხორციელებას ხმარდება:

ბრაზილიაში, 150 ჰა ტყის დაცვა Envira-ს გაუტყევების პროექტს;

  • კოლუმბიაში, 42 000 ხე-მცენარის დარგვის დაფინანსებას, ვიჩადას ტყის ფართობის აღდგენის პროექტში.

“ვამაყობთ, რომ South pole-თან თანამშრომლობით შევძელით ავანაზღაუროთ ყველა წარსული, მიმდინარე თუ მომავალი შეკვეთით გარემოზე მიყენებული ზიანი. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გვიბიძგებს მივიღოთ ზომები და შევებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას. ბიზნესის მხრივ კი, ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ნებისმიერი კომპანიისთვის კონკურენტული უპირატესობაა. ჩვენ შემთხვევაში, ვფიქრობთ, მომხმარებელმა მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მას შეუძლია გამოძახოს საჭმელი გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე. გვჯერა, რომ ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია.” - განმარტავენ კომპანიის წარმომადგენლები.

დაწვრილებითი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://wolt.com/ka/responsibility/co2

Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს ჰელსინკიში დაარსდა. დღეს ამ მომსახურებით სარგებლობა მსოფლიოს 19 ქვეყანასა და 62-მდე ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, სტოქჰოლმი, ტალინი, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, პრაღა, ზაგრები, ვილნიუსი, რიგა, ათენი, თბილისი და ბათუმი.

საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, ამ აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისისა და ბათუმის 400-მდე რესტორნიდან არის შესაძლებელი და სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

(R)