ანრი ოხანაშვილი - საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება" ჩვენს საზოგადოებას ატყუებს,  მტკნარი სიცრუეა

გიგა მაქარაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ის საზოგადოების ერთი ნაწილია, რომელსაც უფლება აქვს ვინმე მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, თუმცა იარლიყის მიწებება, თურმე ის არის მთელი საზოგადოება და საზოგადოება ითხოვს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ეს ფაქტის დამახინჯებაა, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რას ეუბნება ის საზოგადოებას, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ოხანაშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ" საზოგადოება მოატყუა, „ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების დღის წესრიგია.

„ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი ძვირფასი და პატივსაცემია, მიუხედავად განსხვავებული დამოკიდებულებისა. გიგა მაქარაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ის საზოგადოების ერთი ნაწილია, რომელსაც უფლება აქვს ვინმე მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, თუმცა იარლიყის მიწებება, თურმე ის არის მთელი საზოგადოება და საზოგადოება ითხოვს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ეს ფაქტის დამახინჯებაა.

საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება" ჩვენს საზოგადოებას ატყუებს, ეს არის მტკნარი სიცრუე. ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის", მათი სატელიტი პარტიების და მათი პარტიული ტელევიზიების დღის წესრიგი. „ქართული ოცნება" არ ატყუებს არც საკუთარ ამომრჩეველს და არც საზოგადოებას. თუკი ვინმე ატყუებდა ხალხს, ეს იყო და არის დღემდე „ნაციონალური მოძრაობა" თავისი სატელიტი პარტიებით.

მიუხედავად იმისა, რომ იყო საუბრები, მოწოდება და თხოვნა, მათ შორის პარტიის თავმჯდომარისგან, რომ ჩვენ მხარი დაგვეჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის, მოგეხსენებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" უტიფარი განცხადებების გამო იყო გაღიზიანება და ამანაც შეუწყო ხელი, რაც შემდგომ მაჟორიტარების მხრიდან მხარის არდაჭერაში გამოიხატა. ახლა იმაზე საუბარი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვიღაცა მოატყუა, ეს არის ტყუილი,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარეს მიჩნია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირება, რომელიც მმართველმა გუნდმა 20 ივნისის შემდეგ საზოგადოებას მისცა, შესრულდა.

„ეს დაპირება შესრულდა. ჩვენ დავაინიცირეთ პროექტი, ვაწარმოეთ კამპანია საყოველთაო სახალხო განხილვებით, ასევე გვქონდა შეჯერებული პოზიცია გუნდის იმ წევრებთან მიმართებაში, ვინც მხარი დაუჭირა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ის, რომ ჩვენ არადემოკრატიული ფორმით რაიმე წარვმართეთ, ამას ვერავინ იტყვის,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ საზოგადოების ნაწილს არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო სისტემის ცვლილების მხარდაჭერაზე გუნდი ვერ დაიმორჩილა, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ "ეს მისი პრობლემაა."

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა