თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუთლეტი „GINO FREEPORT FASHION OUTLET“-ი გაიხსნება

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუთლეტის მშენებლობა იწყება.

ბრიტანული კომპანია „FREEPORT“-ი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 16 აუთლეტს წარმატებულად მართავს, საქართველოში ოპერირებას „ჯინო ჰოლდინგთან“ პარტნიორობით შეუდგება. „GINO FREEPORT FASHION OUTLET“-ი განთავსდება ტერიტორიაზე, სადაც „საპარტნიორო ფონდი“ ევროპულ კომპანია „ჯინო ჰოლდინგთან“ ერთად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც 260 ჰექტარზე ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ქალაქის მშენებლობასა და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სასტუმროების, ბიზნეს ცენტრების, საცხოვრებელი სახლების, დასასვენებელი, გასართობი, საჯარო სივრცეების მოწყობას.

მოლაპარაკებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო, მსოფლიოში პოპულარულ მოდის ბრენდებთან უკვე მიმდინარეობს. პროექტს, Gino Holding, ბრიტანულ Freeport-თან ერთად ახორციელებს. კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, 16 აუთლეტს მართავს, მათ შორის: საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბრიტანეთში და უხელმძღვანელებს Gino Freeport Fashion Outlet-საც.

პროექტის პრეზენტაციაზე ავტორებმა და ინვესტორებმა თავად წარადგინეს პროექტის კონცეფცია.ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს წრეების, მოდის ინდუსტრიის ცნობილი ბრენდებისა და ადგილობრივი კომპანიების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. „GINO FREEPORT FASHION OUTLET“-ის პროექტის არქიტექტურული ნაწილი უკვე დასრულებულია, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მოთხოვნად, გავლენიან და ნიშურ ბრენდებთან. საერთო გასაქირავებელი ფართი 7800 კვ.მ-ს შეადგენს, რაც მოიცავს 70 მაღაზიას, საბავშვო სივრცეებს, კაფე-რესტორნებს და 500-ზე მეტ ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომს. „GINO FREEPORT FASHION OUTLET“-ი 2021 წელს გაიხსნება. პროექტის საერთო ინვესტიცია 11 მილიონ ევროს შეადგენს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა