გია ვოლსკი - „ჯოჯოხეთის მოწყობა“ დიდი ხნის გამონათქვამია, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკურ ეშმაკისეულებს შეიძლება ახასიათებდეთ

ჯოჯოხეთის მოწყობა“ დიდი ხნის გამონათქვამია, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკურ ეშმაკისეულებს შეიძლება ახასიათებდეთ, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერობის კანდიდატი გია ვოლსკი ოპოზიციის და აქციის ორგანიზატორების განცხადებას, რომ ისინი ხელისუფლებას პოლიტიკურ ჯოჯოხეთს მოუწყობენ. ამასთან, ვოლსკის შეფასებით, პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლა კანონდარღვევაა. მან იმედი გამოთქვა, რომ აქციის მონაწილეები „ასეთ ბოროტ დარღვევაზე არ წავლენ.“

„ჯოჯოხეთის მომწყობი მხოლოდ ეშმაკისეული ვიცი. ჯოჯოხეთის თემის ასე ხშირად ხსენებამ ცუდ მომენტამდე მიგვიყვანა, როდესაც საერთოდ დავკარგეთ ყველანაირი შეხება ოპოზიციასთან. ჯოჯოხეთის მოწყობა არ არის ახალი. ეს დიდი ხნის გამონათქვამია, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკურ ეშმაკისეულებს შეიძლება ახასიათებდეთ.

აქცია, პიკეტირება - ეს ყველაფერი საკმაოდ ნორმალური გამოვლინებაა. შეიძლება, მე არ მომწონდეს, მაგრამ არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ პროტესტი ასე უნდა გამოხატოს. თუკი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ხელს უშლის, ეს უკვე კანონს სცილდება და ამ კანონის მუხლები მათაც კარგად იციან. ვფიქრობ, ასეთ ბოროტ დარღვევაზე არ წავლენ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს