გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ სპეცრაზმით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს

„ქართული ოცნება“ სპეცრაზმით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა. მისივე განცხადებით, „ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით“.

„ივანიშვილი მალე დამთავრდება. სპეცრაზმით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ქვეყანაში ფორმდება ძალადობა და დიქტატურა. ივანიშვილმა, როგორც კი იგრძნო, რომ ძალაუფლება შეიძლება დაკარგოს, მიმართა ყველანაირ ხერხს. სპეცრაზმმა დაარღვია კანონი, როცა აქციის მონაწილეებზე იძალადა. მეღიმება, რადგან, რაც უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ, ახლა აკეთებს სპეცრაზმი - რუსთაველი და პარლამენტის შესასვლელები სპეცრაზმის მიერაა ბლოკირებული. ესენი ვერ იმუშავებენ. არ გამოუვათ. ეს ბრძოლა გადაიყოლებს მოძალადე ივანიშვილს. შეშინებული დასდევდნენ დღეს შეშებს და ფიჩხებს. ესაა დემორალიზებული ძალა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს