დაჩი ბერაია - ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას

პარლამენტის უმრავლესობის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას განცხადებით, ოპოზიცია ხედავს, რომ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ და პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

ბერაია ოპოზიციას ურჩევს, მოემზადონ არჩევნებისთვის და გაიმარჯვონ, თუ ამის რესურსი აქვთ.

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია აქციის თითოეული მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთანავე, არ შეიძლება ჩაიშალოს პარლამენტის სხდომები. ეს ყველაფერი უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ.

უპასუხისმგებლო ოპოზიციასთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ისინი ხედავენ, რომ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების და პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამ საშუალებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მათ სურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და არა ქვეყნის წინსვლა და წარმატება. მოემზადონ არჩევნებისთვის და გაიმარჯვონ თუ ამის რესურსი აქვთ. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სწორედ ამ საარჩევნო სისტემით მოხდა ხელისუფლების შეცვლა. გვახსოვს, თუ როგორ ფონზე მიმდინარეობდა ეს არჩევნები. იყო ანტენებთან გამოცხადებული ბრძოლა, იყო დაშინებები, ხალხის დატერორება. დღეს ასეთი პროცესი არ მიმდინარეობს და მათ შეუძლიათ არჩევნებისთვის მოემზადონ და დააფიქსირონ თავისი რეიტინგი 2020 წლის ოქტომბერში",- განაცხადა ბერაიამ.

ბერაია დარწმუნებულია, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში პოლიტიკურ კრიზისში შევიდოდა.

„დარწმუნებული ვარ, პროპორციულ სისტემაზე რომ გადავსულიყავით, ძალიან დიდი ალბათობით ქვეყანა შევიდოდა პოლიტიკურ კრიზისში და იქნებოდა სამთავრობო კრიზისი",- განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ნაწილი ბიუროსა და პლენარულ სხდომაზე დასასწრებად უკვე მივიდა. პარლამენტის გარეთ კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები და პოლიცია.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად