თურქეთი ლტოლვილებისთვის სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ახალი დასახლებების აშენებას გეგმავს

თურქული მედიის ცნობით, თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ახალი დასახლებების აშენებას გეგმავს, სადაც ასობით ათას ლტოლვილს ჩაასახლებს. ამ თემაზე დღეს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, თურქეთი ნატო-ს ლონდონის სამიტზე გეგმავს დააყენოს საკითხი დონორების კონფერენციის ჩატარების, სადაც აღნიშნული დასახლებების დაფინანსების საკითხებს განიხილავენ.

„მე ეს საკითხი ბატონ ტრამპთან და ბატონ პუტინთან უკვე წამოვჭერი. ყატარი არ არის ნატო-ს წევრი ქვეყანა, თუმცა ამ საკითხისადმი ძალიან მგრძნობიარეა“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა მედიას ბროშურებიც გააცნო, რომელიც ასახავს თურქეთის საბინაო გეგმას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მისი თქმით, იმისთვის, რომ ერთი მილიონი სირიელის რეპატრიაცია მოხდეს, 27 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო.

თურქეთის პრემიერმა არაბთა ლიგაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მიუხედევად იმისა, რომ ლიგას ერთი პენიც არ გადაუხდია რეგიონის მხარდასაჭერად, ახლა ურცხვად აკრიტიკებს თურქეთს.

„4 მილიონი ლტოლვილიდან 350 000 ქურთია. დანარჩენები არიან არაბები, ქალდეელები, იეზიდები. ამ ყველაფრით თურქეთი ზარალდება. ჩვენ უკვე 40 მილიარდ დოლარზე მეტი დავხარჯეთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა