სოფო კილაძე - თუ ვსაუბრობთ, რომ უმცირესობების, ნებისმიერი კონფესიის რელიგიის თავისუფლება უნდა დავიცვათ, რატომ არის ხშირ შემთხვევაში, რომ გამონაკლისი ხდება მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის?

თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმცირესობების, ნებისმიერი კონფესიის რელიგიის თავისუფლება უნდა დავიცვათ, რატომ არის ხშირ შემთხვევაში, რომ გამონაკლისი ხდება მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის? - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „გირჩის" მიერ გამართულ პერფორმანსზე ისაუბრა.

მისივე თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია, თუმცა, ამან ზიანი არ უნდა მიაყენოს, არ უნდა დაარღვიოს სხვა ადამიანების რელიგიის თავისუფლება.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უმცირესობების, ნებისმიერი რელიგიური კონფესიის რელიგიის თავისუფლება უნდა დავიცვათ, რატომ არის ხშირ შემთხვევაში, რომ გამონაკლისი ხდება მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის? მართლმადიდებლური სარწმუნოება არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის და ის უნდა იყოს დაცული, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი კონფესია. როცა ხდება ასეთი ფორმით რელიგიის შეურაცხყოფა, ეს ძალიან ცუდად მეტყველებს იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ამას აკეთებს", - განაცხადა სოფო კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა