სულხან სალაძე - დრაკონული და საბჭოთა მმართველობის დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა შეიცვალოს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებისთვის პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, არ შეიძლება მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ადამიანებს მოსამართლე უშვებდეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

„დრაკონული და საბჭოთა მმართველობის დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. ეს არის სტანდარტი, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციას, თუმცა ამას იყენებს ხელისუფლება სათავისოდ, ისევე როგორც იყენებდა წინა ხელისუფლება. ეს არის საპოლიციო კოდექსი, რომლის არსებობის პირობებშიც ნებისმიერი პირი განწირულია მინიმუმ ჯარიმისთვის და მაქსიმუმ ადმინისტრაციული პატიმრობისთვის,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

საია-ს კვლევის მიხედვით, შსს-მ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა, გამოიყენა არაპროპორციული და უკანონო ძალა, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და აქცის მონაწილეთა მიმართ გამოიყენა რეზინის ტყვიები. ასევე, 20-21 ივნისს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დააკავა 342 პირი, მათ შორის 121-ის მიმართ გამოყენებული იყო ყველაზე მძიმე სანქცია - ადმინისტრაციული პატიმრობა.

„ჩვენი კიდევ ერთი რეკომენდაცია მიემართება შსს-სადმი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გაფრთხილების ნაწილი სწორად იქნას გამოყენებული შესაბამისი უწყებების მხრიდან. მაგალითად, ის, რომ მინისტრი ვებ-გვერდზე დებს ან ტელევიზიით აკეთებს განცხადებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას აქციაზე შეკრებილი ადამიანები მყისიერად ნახავენ. 20-21 ივნისის ღამის მოვლენებმა და შემდგომში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ სასამართლო არის კვლავაც შემსრულებელი. როცა მოსამართლეები არა ინდივიდუალურად, არამედ კონვეირული წესით უაპელაციოდ უშვებდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში დაკავებულს. რაც შეეხება პროკურატურას, მაკო გომურისა და გიორგი სულაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველას აქვს ვინც იმსახურებს. 25-მდე პირია კიდევ, ვისაც სტატუსი არ აქვს მინიჭებული,“ - განაცხადა სალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა