„თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორი - თუ არსებული პრობლემები მგზავრობის ტარიფში აისახება, მზად ვართ 2020 წლიდან მიკროავტობუსების პარკის განახლება დავიწყოთ

თუ არსებული პრობლემების მგზავრობის ტარიფში ასახვა მოხდება, მზად ვართ 2020 წლიდან მიკროავტობუსების პარკის განახლება დავიწყოთ, - ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დავით ასანიძე აცხადებს, კომპანია 115-მილიონიან ზარალზეა, საიდანაც 50 მილიონის ზარალი ლარის კურსის გაუფასურების შედეგად მიადგა. მისივე თქმით, გამოსავალი მგზავრობის ტარიფის გადახედვაშია.

„2011 წელს, როდესაც ლიცენზია მოვიპოვეთ, გაცვლითი კურსი იყო 1.65. ამ კურსზე იყო ჩვენი ბიზნეს გათვლა და ჩადებული იყო კურსის 10-20%-იანი ცვლილება. მაშინ მთლიანად განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი. დაახლოებით 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ.

თუ დაუშვათ, შეიცვლებოდა კურსი ამაზე მეტად, ტარიფშიც უნდა შეცვლილიყო ეს. დღეისათვის კურსი მნიშვნელოვნად შეცვლილია, თუმცა ეს არ ასახულა ტარიფზე. ასტრონომიულ ციფრს მიაღწია კომპანიის ზარალმა. აუდიტირებული ზარალი ამ დროისთვის 115 მილიონია.ზარალზე ვმუშაობთ, რომელსაც კომპანიის მფლობელები ფარავენ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მივედით აქამდე, მოგეხსენებათ, ტარიფის ცვლილება მარტივი თემა არაა.

ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამაზე ყოველთვის გვქონდა საუბარი და გაგებით ვეკიდებოდით იმ სოციალურ სიტუაციას, რაც ქალაქშია. ვცდილობდით, მაქსიმალურად ისე გადაგვეტანა ეს, რომ არ გაძვირებულიყო მგზავრობა. დღეისათვის კომპანიამ სხვა გამოსავლის მონახვა ვერ შეძლო.

დღევანდელი და 2011 წლის ფასები რომ შევადაროთ ყველაფერზე, თითქმის გაორმაგებულია, 100%-ით გაძვირდა საწვავი, გარდა ჩვენი მგზავრობის ტარიფისა. გამოსავალი ისაა, რომ ეს საკითხები მგზავრობის ფასში აისახოს“, - აცხადებს დავით ასანიძე.

მისივე თქმით, კომპანია გეგმავდა 2018 წელს სრულად შეეცვალა მიკროავტობუსების პარკი, რომ არა ლარის მკვეთრი გაუფასურება.

ცნობისთვის, მერია მიკროავტობუსების პარკის განახლებას გეგმავს. დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ორ კვირიანი ვადა მისცა, რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს გეგმა, რომ 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო