ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობები პარლამენტის პიკეტირებას დილიდან გეგმავენ

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები დღეს, 28 ნოემბერს, 08:30 საათიდან პარლამენტთან შეიკრიბებიან და საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას შეეცდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აცნობეს.

კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მხარდამჭერები 08:30 საათიდან ჩიტაძის ქუჩაზე - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აპირებენ შეკრებას, "ევროპული საქართველო" და მათი მხარდამჭერები კი პარლამენტის წინ.

28 ნოემბერს, პარლამენტში 10:00 საათიდან კომიტეტის სხდომებია ჩანიშნული, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიებმა და სამოქალაქო მოძრაობებმა პერმანენტული აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩავარდა. მათი მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებაა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს