ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ გადაადგილებას ვერ ახერხებენ, რაც რკინის ბარიკადებზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს

ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მათ ხელს რკინის კონსტრუქციები უშლის, რომლებიც ადგილზე პოლიციას აქვს განთავსებული.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა აღნიშნულის საპროტესტოდ რკინის კონსტრუქციებზე ხელების ბრახუნი დაიწყეს, თუმცა პოლიცია ბარიკადების წინ განთავსდა, რის გამოც მომიტინგეები ბარიკადებს ვეღარ ეხებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი სამართალდამცავებისგან დაინტერესდა, რატომ არ შეეძლოთ პარლამენტთან მისვლა. სამართალდამცავებმა განმარტეს, რომ მათ ქმედებას „პოლიციის შესახებ კანონი“ ედო საფუძვლად.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს