გიგა ბოკერია - ამ ფორმით ალყაში მოქცეული პარლამენტი არ მახსოვს, ჩვენი საქმის ნახევარი თვითონ გააკეთეს, დაახლოებით ვიცით, რა ადგილიდან შეეცდებიან შესვლას

რომელ გზასაც გადახერგავენ, იმის იქით დავდგებით, მარტივი საკითხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცავებმა პარლამენტს ალყა შემოარტყეს და ოპოზიციის გასაკეთებელი საქმის ნახევარი გააკეთეს.

„ამ ფორმით ალყაში მოქცეული პარლამენტი არ მახსოვს და ჩვენი საქმის ნახევარი თვითონ გააკეთეს. ჩვენ არ გვჭირდება შეღწევა შესასვლელამდე, ჩვენ დავდგებით იმის იქით, სადაც თვითონ აქვთ გადაახერგილი. ვნახოთ, როგორ შემოვლენ ისინი. დაახლოებით ვიცით რა ადგილიდანაც შეეცდებიან შემოყვანას, არც იმის ილუზია გვაქვს, რომ მთელი პოლიციის ძალას რომ ჩართავენ გმირულად შეაღწევინებენ ვიღაცებს პარლამენტში ასეთი წვალებით, რომელიც მინიმუმ დამსახურებული აქვს ივანიშვილის სამარცხვინო გუნდს. ეს გაგრძელდება, ვიდრე ასე უტიფრად იქცევიან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა