სოფიო კილაძე - სიმართლე გითხრათ, ამას სამოქალაქო პროტესტს ვერ დავარქმევდი, რადგან მედიის წარმომადგენელი უფრო მეტია, ვიდრე აქტივისტი

სიმართლე გითხრათ, ამას ვერ დავარქმევდი სამოქალაქო პროტესტს, იმიტომ, რომ ძალიან ცოტანი არიან მობილიზებულები - მედიის უფრო მეტი წარმომადგენელია, მე რაც ვნახე, ვიდრე სამოქალაქო აქტივისტი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს, პარლამენტთან მიმდინარე პროტესტზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი აქვს განსახილველი, რაზეც მოქალაქეთა კეთილდღეობაა დამოკიდებული.

"ვფიქრობ, აუცილებელია პარლამენტმა განაგრძოს ფუნქციონირება და თუ ვინმეს აქვს პროტესტი გამოსახატი, ეს შეუძლიათ გააკეთონ მშვიდობიანი ფორმით და არა იმ ფორმით, როგორსაც სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ.

თუ ეს პროტესტი დარჩება მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ამაში მათ ხელს ვერავინ შეუშლის. თუ ისინი გადავლენ კანონის ზღვარს, სახელმწიფო ვალდებული იქნება, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და ჩვენ ვნახეთ, რამდენჯერმე როგორ გაართვა თავი ამ კუთხით, კანონის ფარგლებში რეაგირებას," - განაცხადა სოფიო კილაძემ.

რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს, კერძოდ, დიალოგის თაობაზე აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სოფიო კილაძე ამბობს, რომ მათი მოწოდება ორივე მხარეს ეხებოდა და არა მხოლოდ სახელმწიფოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს