„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის შავ პარასკევს აცხადებს

ონლაინ პლატფორმა Mygpi.ge-ზე პოლისის შეძენისას „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს 15%-დან 100%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

ფასდაკლება 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გაგრძელდება

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ შავი პარასკევის აქციასთან დაკავშირებით მომხმარებელს 15%-დან 100%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობს. ფასდაკლების მიღებისთვის აუცილებელი პირობა ონლაინ პლატფორმის გამოყენებაა, რაც mygpi.ge-ზე პოლისის ყიდვას გულისხმობს.

Black Friday-ს შეთავაზებები 29-დან 2 დეკემბრამდე გაგრძელდება და შემდეგი პროდუქტებზე ვრცელდება:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - 15%
  • მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა - 15%
  • ონკოქეარი - 20%
  • ავტოდაზღვევა - 20%;
  • ბინის დაზღვევა - 25%
  • სამოგზაურო დაზღვევა - 50%
  • ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა - 100%

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: „დარწმუნებული ვარ, ჩვენი ონლაინ პლატფორმის mygpi.ge მომხმარებელი მოუთმენლად ელოდება შავი პარასკევის ფასდაკლებებს, რადგან უკვე მესამე წელია უაღრესად შეღავათიან ფასში ვთავაზობთ ყველაზე პოპულარულ სადაზღვევო პოლისებს. წელს 100%იანი, ანუ სრულიად უფასო შეთავაზებაც გვაქვს - რაც ავტომობილის სტიქიური რისკებისგან დაზღვევას ეხება. ჩვენი სოციალური პროექტი ყველა ავტომფლობელს ეხება და ცხადია, გვინდა ეს აქცია უკვე ონლაინ სივრცეშიც გავრცელდეს. მომხმარებლებს რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ mygpi.ge-ზე შესვლა და სახლიდან გაუსვლელად, ორ წუთში სასურველი პოლისის ყიდვა.“

Mygpi.ge საქართველოში დაზღვევის პირველი ონლაინ პორტალია, სადაც პოლისის შეძენასთან ერთად , მომხარებელს შესაძლებობა ეძლევა უმოკლეს დროში მიიღოს სრული სადაზღვევო მომსახურება.

***

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 830 ადამიანი მუშაობს საქართველოს 6 ფილიალში და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაის ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო