~არტი ჯგუფი~ საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოში უჩივლებს

~არტი ჯგუფში~ შემავალი; ~ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის~ და შ.პ.ს. ~პრიზა~-ს ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განაცხადის შეტანას აპირებენ.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~არტი ჯგუფიდან~ აცნობეს, კომპანია მიყენებულ ზიანს 100 მილიონ დოლარად აფასებს, რომელსაც სასამართლო წესით მოითხოვს.

კომპანიის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას თქმით, საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით, კანონის უხეში დარღვევით გამოსცა ათეულობით ადმინისტრაციული აქტი და მიზანმიმართულად გაანადგურა საკმაოდ სოლიდური აქტივების მქონე საწარმოები. ~არტი~, ~ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი~ და ~პრიზა~ ამჟამად არ ფუნქციონირებს.

~დათხოვნილია 4000_მდე ადამიანი, შეწყვეტილია ექსკლუზიური; ხელშეკრულება ~პროქტერ ენდ გემბლთან~. დამწვარი და; განადგურებულია ~არტის~ კუთვნილი ქონება, საწარმოს დარიცხული აქვს ასტრონომიული გადასახადები. კონკრეტული ბიზნესის მიმართ განხორციელებული მიზანმიმართული; და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული შეტევა დაკავშირებულია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სახელთან. ამ უსამართლობის დაკანონებაში მონაწილეობს ხელისუფლების მესამე შტო _ სასამართლო. სასამართლო ცდილობს არა მარტო დააკანონოს; შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, არამედ გაუგონარი სისწრაფით, საქმის ფაქტობრივი და იურიდიული გამოკვლევის გარეშე,; საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით ატარებს; სასამართლო სხდომებს და ელვის სისწრაფით გამოაქვს გადაწყვეტილებები. მიზანი ერთია, სწრაფად დამთავრდეს სასამართლო პროცესები და; აუქციონის წესით გაყიდული საკმაოდ დიდი ქონება ხელში ჩაიგდოს მავანმა~, - აღნიშნეს ~არტი ჯგუფში~.

მათივე ცნობით, მოცემული გადაწყვეტილებების გამო კომპანიები; ყველა იმ მოსამართლეს უჩივიან, ვინც ამ ბინძურ კამპანიაში მიიღოO მონაწილეობა,; მოსამართლეების თანამდებობიდან დათხოვნას და სამართლიან სასამართლოს ითხოვენ.

;

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას