ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, წარმატებით ხორციელდება ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, მათ შორის იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ცხინვალის თუ აფხაზეთის რეგიონიდან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, წარმატებით ხორციელდება ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, მათ შორის პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ცხინვალის თუ აფხაზეთის რეგიონიდან.

როგორც ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არავინ აპირებს ამის გადახედვას, არც სახელმწიფოს და არც ექიმების დონეზე.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ დღეების განმავლობაში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისევ წარმატებით ხორციელდება ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, მათ შორის იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ცხინვალის თუ აფხაზეთის რეგიონიდან. არავინ აპირებს ამის გადახედვას, არც სახელმწიფოს და არც ექიმების დონეზე იმიტომ, რომ ექიმებს დიახ, აქვთ დადებული ჰიპოკრატეს ფიცი და ისინი მოქმედებენ მათი ამ პრინციპებიდან გამომდინარე.

თუ ვინმეს ჰქონდა ეს მოლოდინი, ბუნებრივია, ეს ვერ გამართლდება. კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი წუხილი, რაც უნდა ვთქვა, ერთია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება იზოლატორში და მეორეა, ათასობით ადამიანი, რომლებიც ფაქტობრივ იზოლაციაში იმყოფებიან ახალგორის ე.წ. გადასასვლელის დაკეტვით ორ თვეზე მეტია. ყოველდღე მძიმდება იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ არა მხოლოდ ახალგორში, თუმცა, პირველ რიგში, სწორედ ახალგორში მცხოვრები ქართველები, ვინც უშუალოდ არიან ჩაბმული მიმოსვლაში და მათთვის სასიცოცხლო ინტერესია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორებთან სხვადასხვა დონეზე, ან გვაქვს სხვადასხვა არხით კომუნიკაცია, დაგვერწმუნეთ, ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნა არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი და პრიორიტეტი. რეალურად ეხება საქმე ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ოკუპაციის პირობებში“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო