ირაკლი კობახიძე - უმრავლესობიდან ადრე და ბოლოს  წასული ადამიანების უმეტესობა ერთ ფრაქციაში ვერ გაერთიანდება მორალური შეუთავსებლობის გამო

უმრავლესობიდან ადრე და ბოლოს წასული ადამიანების უმეტესობა ერთ ფრაქციაში ვერ გაერთიანდება მორალური შეუთავსებლობის გამო, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უმრავლესობიდან წასული დეპუტატების ერთ ფრაქციაში გაერთიანების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ირაკლი კობახიძემ იმ დეპუტატებს, რომლებმაც საარჩევნო სისტემის თაობაზე მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე გუნდი დატოვეს, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, უმრავლესობიდან ბოლოს წასულ დეპუტატებსა და იმ დეპუტატებს, შორის რომლებმაც ადრე დატოვეს გუნდი, „ზღვარი უნდა გავავლოთ“.

„ეს ადამიანები სხვადასხვა ღირსებით და თვისებებით გამოირჩევიან. არ მინდა ინდივიდებზე ჩასვლა, სწორი არ იქნება და არც საჭიროა. შეიძლება ყველას არ ვგულისხმობდე წინა გასულებიდან, მაგრამ მთელი რიგი ადამიანების მთელი რიგი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ელემენტარულ მორალურ პრინციპებს, აქ მხოლოდ შიდა გუნდური ამბები არ იგულისხმება. მათ ისეთი რაღაცები აქვთ გაკეთებული, რომელიც საერთოდ გუნდსაც არ ეხება და რომელიც არანაირ მორალურ პრინციპებში არ ჯდება. მე მხედველობაში მაქვს ის ქმედებები,რაც ბოლო თვეების განმავლობაში განახორციელეს, ვიდრე ისინი დატოვებდნენ უმრავლესობას“,-განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო