აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი რეკლამის აკრძალვის შესახებ ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია მთავრობას გადაეცემა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის მიერ ინიცირებულმა პეტიციამ, რომელიც აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებასა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვას ეხება, საჭირო რაოდენობის ხელმოწერა მოაგროვა, შესაბამისად, ის დასამუშავებლად და შემდგომი განხილვისთვის მოსამზადებლად მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღმასრულებელი ხელისუფლება აღნიშნულ პეტიციაზე ოფიციალურ პასუხს 3 თვის განმავლობაში გამოაქვეყნებს.

„საქართველოს მთავრობის ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.ge მოქალაქე ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის შესახებ გამოქვეყნდა 2019 წლის 4 ნოემბერს. პეტიციის მხარდამჭერი ხელმოწერების მოგროვებისათვის გამოყოფილი 30-დღიანი ვადის გასვლამდე აღნიშნულმა პეტიციამ მოაგროვა საჭირო ხელმოწერების რაოდენობა - 10 000 (ათი ათასი) ხელმოწერაზე მეტი. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის #245 დადგენილების თანახმად, აღნიშნული პეტიცია გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ ექსპერტთა კომისიას დასამუშავებლად და შემდგომი განხილვისთვის მოსამზადებლად. დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 3 (სამი) კალენდარული თვის განმავლობაში გამოაქვეყნებს პეტიციის გვერდზე ოფიციალურ წერილობით პასუხს. აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის პრინციპების თანახმად, მთავრობის მეტი ღიაობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესების და ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ელექტრონული პეტიციების შესახებ და შექმნა პორტალი ichange.gov.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო