ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაპირისპირებისას ირაკლი აბესაძემ სახის არეში დაზიანება მიიღო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას სახის არეში დაზიანება მიიღო.

„არ შეიძლება აქტივისტი დააკავო, თუ ის არ ჩადის დანაშაულს. არ შეიძლება მოქალაქეებზე, დეპუტატებზე, ჟურნალისტებზე იძალადო მხოლოდ იმიტომ, რომ წულუკიანმა მშვიდად იცხოვროს“, - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაპირისპირება იყო. დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები. დაკავებულებს შორისაა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლას მოჰყვა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა