თეა წულუკიანი აქციის მონაწილეებზე - მათთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, თემა დახურულია, მოემზადონ არჩევნებისთვის

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოსვლის შემდეგაც აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.

ბიბლიოთეკაში შესვლამდე კი წულუკიანს მედიის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების პროტესტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს, თუმცა იუსტიციის მინისტრის თქმით, „მათთან სალაპარაკო არაფერი აქვს“.

„შენობაში შემოსვლა არ გამიჭირდა. მადლობა ამისთვის პოლიციას, რომელმაც უზრუნველყო შემოყვანა. არაფერი მაქვს მათთან სალაპარაკო. თემა დახურულია. მოემზადონ არჩევნებისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა