ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

როგორც საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, საქმეში ახალი არსებითი გარემოება არ გამოვლენილა, რის გამოც, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.

ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ოქრუაშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არც ახალი დანაშაულის ჩადენის, არც მიმალვის საფრთხე არ არსებობობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 6 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს