ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე 1 700 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, განათების ქსელის, დამცავი მოაჯირის, ბორდიურის, ფილებისა და საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე კაუჩუკის საფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას. ლოტკინზე, ხერთვისის ქუჩაზე გზაგამყოფი სკვერი ძალიან ცუდ მგომარეობაში იყო. ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ადგილობრივ მოსახლეობას ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე ექნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა დაახლოებით, 90 000 ლარს დახარჯავს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ