კარლ ჰარცელი - ჩემი მოლოდინი არ იყო, რომ ამ შეხვედრის დროს საბოლოო დასკვნებს გავაკეთებდით - დამაკმაყოფილებელია, რომ დიალოგი შედგა

იმ პოლარიზაციის და ნდობის დაკარგვის აღმოსაფხვრელად, რომელიც ბოლო დროს ვიხილეთ, ძალიან სასარგებლო დიალოგი გაიმართა, რითაც ბედნიერი ვარ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ძალიან ღირსეული განხილვა, რომელშიც სხვადასხვა მხარე იყო ჩართული.

„ჩემი მოლოდინი არ იყო, რომ ჩვენ საბოლოო დასკვნებს გავაკეთებდით ამ შეხვედრის დროს. ამ შემთხვევაში მე რეალისტი არ ვიქნებოდი. ჩემი მოლოდინიც ის იყო, რომ მხარეებს მეტად გაეგოთ ერთმანეთის, თუ რა არის ძირითადი მოთხოვნები და იმედია, ეს შეხვედრა გახსნის სამომავლოდ კარს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები ამ დიალოგის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ზედმეტ დეტალებში თუ არ შევალ, ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, რომ დიალოგი შედგა. ვფიქრობ, რომ შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე გვაჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზული პროცესი გვაქვს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?