მექსიკაში შეიარაღებულ დაპირისპირებას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მექსიკის ქალაქ ვილა იუნიონში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას კარტელის 10 წევრი და 4 პოლიციელი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის შედეგად დაჭრილია 6 სამართალდამცავი.

პოლიციასა და მძიმედ შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეზობელ შტატ ტამაულიფადან შემოჭრილმა პირებმა „პიკაპის“ ტიპის ავტომობილებით ქალაქში თარეში დაიწყეს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, მათ 14 ავტომობილის იდენტიფიცირება მოახდინეს და 10-ზე მეტი იარაღი ამოიღეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკელი ნარკოკარტელების ტერორისტთა სიაში შეყვანის ინიციატივით გამოვიდა. მექსიკის პრეზიდენტმა ანდრე მანუელ ლოპეზ ობრადორმა კი განაცხადა, რომ მექსიკა მოძალადე კრიმინალურ დაჯგუფებთან გამკლავებას დამოუკიდებლადაც მოახერხებს და ქვეყნის საქმეებში უცხო ძალის არანაირ ჩარევას არ დაუშვებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს