ჩინეთის ხელისუფლება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ჰონგ-კონგში „რადიკალური ძალადობის“ წახალისებაში ადანაშაულებს

ჩინეთის მისია ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მიშელ ბაშელეს ჰონგ-კონგში „რადიკალური ძალადობის“ წახალისებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქმე ეხება South China Morning Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც მიშელ ბაშელე წერს, რომ ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ საზოგადოებასთან „ფართო, ღია და ინკლუზიური დიალოგი უნდა აწარმოოს.“ ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ჰონგ-კონგის ლიდერს, კერი ლამს, მოუწოდებს, რომ „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების“ ჩატარება უზრუნველყოს.

ჩინეთის მისია ჟენევაში აცხადებს, რომ მიშელ ბაშელეს სტატია ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა და ჰონგ-კონგის ხელისუფლებასა და პოლიციაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობაა, რომელიც „რადიკალური ძალადობის“ კიდევ უფრო გაძლიერებას უწყობს ხელს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო