გია ხუხაშვილი  ხელისუფლებისა და ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე -„ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა, ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება -   ამის ინსტრუმენტს კი, გარდა მაჟორიტარული არჩევნებისა, ვერაფერში ხედავენ

„ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა, ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამის ინსტრუმენტს კი, გარდა მაჟორიტარული არჩევნებისა, ვერაფერში ხედავენ, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა, „ინტერპრესნიუსს“, ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელ შეხვედრაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე შეფასებით, დღევანდელ ვითარებაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შორის კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია, რადგან „ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი“.

ხუხაშვილის თქმით, „თუ გინდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა, უნდა მიმართო არბიტრს და მისი ვერდიქტი უნდა გაითვალისწინო, თუმცა ხელისუფლება ამაზეც უარს აცხადებს“.

„თუ ხელისუფლება არის კატეგორიული და არავის არ უსმენს, გარდა ამისა, არც არბიტრი არ აინტერესებს, რომ არბიტრაჟში გაირჩეს საქმე და მან თქვას თავის სიტყვა, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული მოლაპარაკებებით. ისინი ფიქრობენ, რომ ძალით გადატეხავენ ყველაფერს. მათთვის დღეს ძალაუფლების შენარჩუნება არის ერთადერთი პოლიტიკური პრიორიტეტი, მათ სხვა ამოცანა აღარ აქვთ, არც სახელმწიფოებრივი და არც პოლიტიკური. მათი ერთადერთი ამოცანაა ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამის ინსტრუმენტს, გარდა მაჟორიტარული არჩევნებისა, ვერაფერში ვერ ხედავენ. როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, ლოგიკა ასეთია, რომ თუ შენ გინდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა, უნდა მიმართო არბიტრს და მისი ვერდიქტი უნდა გაითვალისწინო. ოპოზიცია აქაც სთავაზობს, რომ არსებობს არბიტრი, ვენეციის კომისიის სახით, მაგრამ ამაზეც უარს აცხადებს ხელისუფლება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, ძალიან გამჭვირვალედ ჩანს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას აქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე დღის წესრიგი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ, რომ ვირეშმაკობით შეფუთონ თავისი გადაწყვეტილება, რომ შეინარჩუნონ მაჟორიტარული სისტემა, ძალიან გამჭვირვალედ ჩანს, რომ მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ის, რომ მაჟორიტარული სისტემით როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება. ისეთ აბსურდამდე მიდიან, რომ მაჟორიტარული სისტემის დაცვის ჟინით შეპყრობილები, ფაქტობრივად, საკუთარ თავსაც, იმ უმრავლესობას, რომელმაც პროპორციულს დაუჭირა მხარი, „ნაცებად“ აცხადებენ. იქამდე უნდათ საკითხის დაყვანა, რომ მხოლოდ „ნაცები“ ითხოვენ პროპორციულ არჩევნებს, იმიტომ რომ სხვა ყველას უნდა მაჟორიტარული არჩევნები. თავის თავსაც „ნაცებად“ აცხადებენ. ასეთ აბსურდამდე არიან მისულები და წინააღმდეგობაში არიან შესულები როგორც საკუთარ თავთან, ისე სახელმწიფო ინტერესებთან. დღეს კონსენსუსი აუცილებელია, რადგან ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო