მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების ავტომატიზაციის თემაზე პროგრამა „ბალანსის“ კონფერენცია გაიმართება

5 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში“ BDO-მ პროგრამა „ბალანსის“ ღონისძიება დააანონსა. ღონისძიების მთავარი თემაა მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების ავტომატიზაცია. კონფერენციაზე განიხილება სავაჭრო ბიზნესის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც სწორი პროგრამული უზრუნველყოფით წყდება.
კონფერენციის ძირითადი თემებია:
- როგორი რეპორტინგი სჭირდებათ SME სავაჭრო კომპანიების მენეჯერებს
- როგორ ლაგდება საწყობის პროცესები ავტომატიზაციით
- როგორ უნდა იყოს საწყობსა და მაღაზიას შორის ურთიერთობა, ისე რომ მომხმარებელი ყოველთვის დარჩეს კმაყოფილი და სად არის აქ პროგრამის როლი
- რა არის BI ანალიტიკა და როგორ გამოიყენება ის ვაჭრობის მოგების გაზრდისთვის
ბალანსის მომხმარებლები „ზოდის“, „ფიშმარკეტისა“ და „მეგასპორტის“ ფინანსური მენეჯერები და დირექტორები ისაუბრებენ მათი კომპანიების ავტომატიზაციის გამოცდილებაზე ბალანსში.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლისთვისაც, მიჰყევით ამ ბმულს.
#ცხოვრებაშიმთავარიაბალანსი
(R)
























