ACIBADEM - უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება

ხშირ შემთხვევაში, დაავადება უეცრად ვლინდება. დიაგნოზიც დასმულია და ოჯახის ექიმიც მშვენივრად ართმევს თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხშირია ის ფაქტი, რომ მსგავსი სამედიცინო მომსახურების გაწევით შედეგი საკმაოდ მცირეა და ადამიანს გარკვეულწილად უიმედობა და დეპრესია იპყრობს. ამ შემთხვევაში მთავარია არ დანებდეთ და ბოლომდე იბრძოლოთ, რადგან დღეისთვის საკმაოდ ბევრი საშუალებაა, რომ განიკურნოთ და დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს.

ACIBADEM HOSPITALS GROUP- დაარსდა 1991 წელს. ის ცნობილი კლინიკაა, არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. ათასობით განკურნებული პაციენტი დადებითად ახასიათებს, როგორც პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს ისე იმ გარემოს რომელიც სუფევს აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში.

ქსელში, ACIBADEM HOSPITALS GROUP, შედის 21 მრავალპროფილიანი კლინიკა და 14 სამედიცინო ცენტრი. ეს სამედიცინო ცენტრები ძირითადათ განლაგებულია თურქეთის ტერიტორიაზე, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ აქვთ წარმომადგენლობები როგორც ბულგარეთში, ისე ჰოლანდიაში და მაკედონიაში. ყველა მრავალპროფილიანი კლინიკები აკრედიტირებულია JCI სერტიფიკატით, რომელიც ხაზს უსვამს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურეობასა და ხარისხს. ACIBADEM კლინიკებში, მუშაობს 3500 წამყვანი ექიმი, რომელთა სახელი განთქმულია საერთაშორისო დონეზე. 4000 მედდა და 7500 დამხმარე პერსონალი. მთლიანად ქსელში დასაქმებულია 22000-მდე პერსონალი.

ACIBADEM -სთავაზობს პაციენტებს სრულ, დეტალურ გამოკვლევასა და მკურნალობას: ონკოლოგიის, ნეიროქირურგიულ, ორთოპედიული, კარდიოლოგიური და გინეკოლოგიის მიმართულებით. აღნიშნულ კლინიკებში გამოიყენება მსოფლიოში აპრობირებული, თანამედროვე სამედიცინო აპარატურა.

ACIBADEM -მომსახურების სრული კომპლექსი

ACIBADEM HOSPITALS GROUP-არის მსხვილი ჰოლდინგის, IHH (International Healthcare Holdings) ნაწილი.

კლინიკის , ACIBADEM, მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ მის შემადგენლობაში შედის მრავალი ინტეგრირებული მოდელი და შვილობილი კომპანია.

ACIBADEM- პროექტების მართვა“ წარმართავს კლინიკების დაპროექტებისა და მშენებლოების სამუშაოებს;

ACIBADEM – Mobile გთავაზობთ სახმელეთო და საჰაერო სამედიცინო მომსახურეობას.

ACIBADEM -A-Plus პასუხისმგებელია კვებასა და სამედიცინო დაწესებულების დალაგება, სამრეცხაოს მომსახურეობაზე.

ACIBADEM Labs- გვთავაზობთ ფართო სპექტრის ლაბორატორიულ მომსახურეობას, მათ შორის გენეტიკურ, პათოლოგიურ, ღეროვანი უჯრედის და ჭიპლარის სისხლის გამოკვლევებს. გამოკვლევები ტარდება ასევე, კვების პროდუქტებსა და ჰიგიენურ მასალაზე.

ACIBADEM კლინიკის შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტი, რომლის პერსონალი სამეცნიერო კვლევებითაა დაკავებული. ასევე ხდება ექიმების და კლინიკაში დასაქმებული პერსონალის გადამზადება.

კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს საწრვთნელი ცენტრი CASE (Canter of advanced simulation and education) რომელიც შედის სამ მსხვილ საერთაშორისო ცენტრს შორის, ის დაკავებულია სწავლებით და გულისხმობს კვლაიფიკაციის ასმაღლებელ კურსებს ექიმებისთვის.

ქსელი ACIBADEM, თურქეთში და არა მარტო იქ, წარმართავს აქტიურ პროგრამებს მედიცინის მიმართულებით, სთავაზობს კლინიკური, ადმინისტრაციული, პროფესიული გადამზადების კურსებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ექიმებს. აწარმოებს უცხოელ პარტნიორებთან საერთო ბრენდინგს, კონსულტაციას უწევს თუ როგორ უნდა წარიმართოს კომპანია და მომგებიანად მოხდეს ინვესტირება.

ACIBADEM კომპანია აფინანსებს როგორ ადგილობრივ, ისე უცხოურ სპორტულ გუნდებს და სპორტსმენებს ეხმარება რეაბილიტაციაში. კლინიკის ბაზაზე მოქმედებს საერთაშორისო დონის აკრედიტირებული სპორტული მედიცინის, FIFA ცენტრი.

აქ სათანადოთ დაგხვდებიან და მომსახურებას გაგიწევენ პირველივე წუთიდან.

ყოველწლიურად დაახლოებით 3,5 მილიონამდე პაციენტი მიმართავს ACIBADEM კლინიკას, მათ შორის უმრავლესობა უცხოელია. კლინიკის ბაზაზე მოქმედებს საერთაშორისო მომსახურების ცენტრი, რომლის შემადგელობაში 150 თანამშრომელია, რომლებიც საუბრობენ ყველა წამყვან საერთაშორისო ენაზე, აქ წყდება ბედი და მომავალი უცხოელი პაციენტებისა, რომელთაც უწევენ სათანადო კონსულტირებას.

საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლების მიერ ხორციელდება პაციენტებისთვის და არა მხოლოდ პაციენტებისთვის, ასევე თანხმლები პირებისთვის ეგრეთ წოდებული ექსკურსის ჩატარება, რათა მათ თავი იგრძნონ უცხო ქვეყანაში კომფორტულად. მომსახურება გულისხმობს, როგორც დახვედრას აეროპორტში, ისე განთავსებას სასტუმროში, პირველად პროცედურები და კონსულტაცია წამყვან ექიმებთან და ასევე დაზღვევის საკითხების მოგვარება. მკურნალობის დასრულების შემდგომ კი მუდმივი კონტაქტს მკურნალ ექიმთან.

მოგვმართეთ დაუყოვნებლივ!

გაიგეთ ყველაფერი თქვენი დაავადების შესახებ ACIBADEM კლინიკაში. გამოაგზავნეთ თქვენი დაავადების ისტორია, ყველა ჩატარებულ გამოკვლევასთან ერთად, გაიგეთ გჭირდებათ თუ არა ინდივიდუალური კონსულტაცია და დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. ჩვენი ექიმები გამოიტანენ თავიანთ დასკვნას და შეგირჩევენ შესაბამის მკურნალობის კურსს, რათა დროულად მოხდეს სამედიცინო მომსახურების გაწევა.

აჯიბადემის წარმომადგენლობა საქართველოში;

ჭავჭავაძის გამზირი 58;

+995 32 2 158500

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა