დავით უსუფაშვილი - თუ მოქმედი დეპუტატი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, პარლამენტმა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უნდა იმსჯელოს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი „ყველა შემთხვევაში“ უნდა განიხილოს.

როგორც უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კონსტიტუციაში განმარტებულია, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ის დეპუტატი ვეღარ იქნება.

“კონსტიტუციაში წერია, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ, მაშინ შეუთავსებელია მისი პარლამენტის წევრობა. სასჯელს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება იყოს 8-წლიანი პატიმრობა, შეიძლება იყოს ჯარიმა, მაგრამ თუ დამნაშავედაა ცნობილი პარლამენტის მოქმედი წევრი, მაშინ პარლამენტმა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უნდა იმსჯელოს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

დავით უსუფაშვილი - თუ მოქმედი დეპუტატი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, პარლამენტმა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უნდა იმსჯელოს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი „ყველა შემთხვევაში“ უნდა განიხილოს.

როგორც უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კონსტიტუციაში განმარტებულია, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ის დეპუტატი ვეღარ იქნება.

“კონსტიტუციაში წერია, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ, მაშინ შეუთავსებელია მისი პარლამენტის წევრობა. სასჯელს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება იყოს 8-წლიანი პატიმრობა, შეიძლება იყოს ჯარიმა, მაგრამ თუ დამნაშავედაა ცნობილი პარლამენტის მოქმედი წევრი, მაშინ პარლამენტმა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უნდა იმსჯელოს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი