„არდი“ მსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტალების ქსელის ACIBADEM Healthcare Group-ის პარტნიორი გახდა

სადაზღვევო კომპანია „არდისა“ და მსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტალების ქსელ „აჯიბადემ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებმა შეთანხმებას ხელი 29 ნოემბერს მოაწერეს.

“აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფთან” პარტნიორობა, „არდიში“ დაზღვეულ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის კლინიკებში მკურნალობის შესაძლებლობას აძლევს.

„არდისა“ და ACIBADEM Healthcare Group-ს შორის დაწყებული თანამშრომლობა უპრეცენდენტო მოვლენაა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რაც „არდის“ ყველა დაზღვეულს, მიუხედავად მათი ინდივიდუალური სადაზღვევო პროგრამისა, უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში შეძენილი სადაზღვევო ბარათით, ადგილობრივ სამედიცინო პროვაიდერებთან ერთად, მსოფლიოში წამყვანი კლინიკების ქსელის მომსახურებითაც ისარგებლოს“, - აცხადებს "არდის" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.

„აჯიბადემი“ მსოფლიოს ჯანდაცვის რუკაზე 1991 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ, 21 მრავალპროფილიანი ჰოსპიტალითა და 16 ამბულატორიით მსოფლიოს ოთხ ქვეყენაში მოღვაწეობს. „აჯიბადემ ჯგუფის“ დირექტორმა, მურატ პექმეზოღლუმ ქართული ბაზრისადმი ინტერესი დააფიქსირა და აჯიბადემის ჰოსპიტალის გახსნის სურვილი გამოთქვა.

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია. ჩვენს კომპანიაში მუშაობენ ქართველი ექიმები და ეს ძალიან გვეამაყება. დღესდღეობით, ოთხ ქვეყანაში ვმოღვაწეობთ, საავამყოფოები გვაქვს მაკედონიაში, ამსტერდამსა და ბულგარეთში. სამომავლოდ, დაინტერესებული ვართ საქართველოსთან თანამშრომლობით და ამასთან დაკავშირებით, უკვე რამოდენიმე შეხვედრა გვქონდა. ვფიქრობ, რომ საქართველო მე-5 ქვეყანაა, რომელშიც ჩვენ კლინიკას გავხსნით,“ - განაცხადა მურატ პექმეზოღლუმ.

აღსანიშნავია, რომ „არდიში“ სპეციალურად საერთაშორისო სერვისებისთვის არსებობს სამსახური ARDI Global, შესაბამისად, „არდიში“ დაზღვეულებს თურქეთის კლინიკაში მკურნალობის ჩასატარებლად საჭირო მომსახურებას მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად კომპანია გაუწევს. ამისთვის საკმარისია, რომ დაზღვეულმა მიმართოს საერთაშორისო სამსახურს global@ardi.ge, რის შემდეგაც ის მიიღებს:

  • სამედიცინო მომსახურების სრულ ორგანიზებას;
  • დაზღვეულის ინდივიდუალური შემთხვევის დისტანციურ განხილვას ონლაინ რეჟიმში;
  • ყველა საჭირო დოკუმენტის მოძიებას საქართველოში არსებული სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებიდან, ლაბორატორიებიდან;
  • საჭიროების შემთხვევაში, თურქეთში ჩასატარებელი მომსახურების სრულ გეგმას;
  • დაფინანსებას სადაზღვევო ბარათის პირობებისა და საქართველოში წამყვანი სამედიცინო პროვაიდერების მიერ ანალოგიური მომსახურების განფასების შესაბამისად;

„2015 წლიდან კომპანიაში შეიქმნა საერთაშორისო სერვისების სამსახური. ეს არის პირველი უპრეცედენტო შემთხვევა და ჯერჯერობით, კვლავ ერთადერთი ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიაში. აღნიშნული სამსახური - ARDI Global უწევს მომსახურებას დაზღვეულებს, მათ მაქსიმალურად უწყობს ხელს მიიღონ მომსახურება ქვეყნის გარეთ. ჩვენ გავაფართოვეთ იმ სამედიცინო მომწოდებლების ქსელი, რომელიც მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე, ეს არის თურქეთის რამდენიმე კლინიკა, ისრაელის კლინიკა, მომავალში ევროპის კლინიკებთანაც ვგეგმავთ თანამშრომლობას, რათა დაზღვეულებს მივცეთ საშუალება კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება,“ - აღნიშნა „არდის“ სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორმა, ეკა ერგემლიძემ.

როგორც „არდის“ წარმომადგენლები განმარტავენ, დაზღვეულებს „აჯიბადემის ქსელში“ ექნებათ საშუალება მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება „არდის“ თანადაფინანსებით და აჯიბადემის პრივილეგირებული 15 %-იანი ფასდაკლებით ყველანაირ სამედიცინო მომსახურებაზე, მათ შორის, აღნიშნული ფასდაკლება გავრცელდება ისეთი სახის სერვისებზეც, რომელსაც სტანდარტულად სადაზღვევო ბარათი არ ითვალისწინებს.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, „არდის“ დაზღვეულები ისარგებლებენ კიდევ დამატებითი უპირატესობებით, ესენია:

  • მეორე სამედიცინო აზრი (SMO –Second Medical Opinion);
  • აეროპორტში დახვედრა;
  • უფასო ტრანსფერი;
  • ქართულენოვანი მენეჯერის მომსახურება კლინიკაში;
  • სამოგზაურო დაზღვევის პოლისზე 30 %-იანი ფასდაკლება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა