ბადრი ჯაფარიძე - სამწუხაროდ, იმის მტკიცება გვიწევს, რომ ორჯერ ორი არის ოთხი

სამწუხაროდ, იმის მტკიცება გვიწევს, რომ ორჯერ ორი არის ოთხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესმენმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის" საქმეზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, დღეს კიდევ ერთხელ მოისმინა სიყალბე. მისივე თქმით, სასამართლოში მიმდინარე პროცესის მიუხედავად, ბიზნესმენები პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებენ.

„აბსოლუტურად დამაჯერებლად იყო ახსნილი, რომ ესაა სამარცხვინო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროკურატურას წარმოადგენენ. გვესმის, რომ ესაა პოლიტიკური დავალება. იმდენად სამარცხვინო, არაარგუმენტირებული და შეთითხნილია ეს ბრალდება, რომ სამწუხაროდ, გვიწევს იმის მტკიცება, რომ ორჯერ ორი არის ოთხი. ამ პროცესში ჩაგვითრიეს ჩვენი ნების წინააღმდეგ.

მინდა გენერალურ პროკურორს და მის დამკვეთს იმედები გავუცრუო. ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკური მიმართულებით საქმიანობას, ეს ვერ შეგვაფერხებს. გრძელდება ბრძოლა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება შეიცვალოს და ერთხელ და სამუდამოდ კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს, ადამიანებმა იცოდნენ, რომ პროკურატურა პოლიტიკური მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000- ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება