ენერგეტიკის გამოფენა და კონფერენცია “გლობალური ენერგეტიკული ტრენდები“ "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება

4-5 დეკემბერს, გამოფენების ცენტრი "ექსპოჯორჯია" ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის საერთაშორისო გამოფენა - Elcomm Caucasus 2019-ს უმასპინძლებს. გამოფენის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის მხარდაჭერით, 4 დეკემბერს კონფერენცია „გლობალური ენერგეტიკული ტრენდები. ახალ ენერგეტიკულ პაკეტზე გადასვლა, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“ გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელექტრო ტრანსფორმატორები და რეაქტორები, ჰიდრავლიკური ტურბინები; კონტროლირებადი რეაქტორები; მონიტორინგის სისტემები; მზის პანელები; ახალი ენერგეტიკული პროდუქტები და მომსახურება; კავშირგაბმულობის სისტემები და ა.შ.

"ექპოჯორჯია" საშუალებას მისცემს ინდუსტრიის წარმომადგენლებს: მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, პროდუქტებისა და მომსახურების მომწოდებლებს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილონ ენერგეტიკის სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები.

გამოფენის ფარგლებში ტარდება B2B შეხვედრები, სადაც მონაწილეები პირისპირ შეხვდებიან ბაზარზე მყოფ მათთვის ნებისმიერ საინტერესო კომპანიას და პოტენციურ პარტნიორს. გასულ წელს ამ შეხვედრების შედეგად გაფორმდა არაერთი ხელშეკრულება და დამყარდა არაერთი პარტნიორული ურთიერთობა.

კონფერენციაზე დასასწრებად და B2B შეხვედრების დასაგეგმად, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკაშირდით: marketing@expogeorgia.ge

კონფერენციის განრიგი:

(R)

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო