„ლექსუსი“ 2020 წლისთვის ქართველ მომხმარებელს განახლებულ Lexus GX460-ს სთავაზობს

იაპონური პრემიუმ ბრენდი „ლექსუსი“, 2020 წლისთვის თავის ქართველ მომხარებლებს განახლებულ Lexus GX460-ს სთავაზობს, რომლის შეძენაც „ლექსუს თბილისის“ ოფიციალურ შოურუმში უკვე შესაძლებელია.

უსაფრთხოების სისტემა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალურად ინტეგრირება სწორედ ის მთავარი მახასიათებლებია, რითაც „ლექსუსის“ მიერ წარმოდგენილი მოდელები ყოველთვის გამოირჩევა და რის გამოც ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს საავტომობილო ბაზარზე.

2020 წლის ერთ-ერთი სადებიუტო ავტომობილი, საუცხოო Lexus GX460-ია, რომელიც უსაფრთხოების სისტემითა და სრულიად ახალი ოფ-როუდ პაკეტითაა აღჭურვილი. ავტომობილის ელეგანტური სტილი განპირობებულია განახლებული გაგრილების სისტემის ცხაურით და უმაღლესი ხარისხის სამმაგი LED მაშუქებით. Lexus Safety System+ უსაფრთხოების სისტემა ავტომობილს სტანდარტულად მოყვება, ხოლო მრავალრელიეფური ოფ-როუდ პაკეტი მას დამატებით საიმედოობას სძენს.

სიტყვა მრავალფეროვანი, ალბათ, საუკეთესოდ აღწერს სამრიგიან ფეშენებელურ Lexus GX-ს. ავტომობილი გათვლილია ყველანაირ, მათ შორის ექსტრემალურ გზებზე გადაადგილებისთვის. მისი დახვეწილი დიზაინი და განსაკუთრებული ფორმები, გათვლილია ექვსამდე ადამიანის კომფორტული მგზავრობისთვის. წინა სავარძლების გათბობისა და ვენტილაციის სისტემა ხელმისაწვდომია როგორც საბაზისო, ასევე პრემიუმ კომპლექტაციებში. 2020 წლის Lexus GX მოდელს გამოარჩევს უნიკალური ხელწერა, რომელიც განახლებულ გაგრილების სისტემის ცხაურში გამოიხატება. ამ ნიშნით ავტომობილი Lexus-ის პორტფოლიოში ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. გაგრილების სისტემის ცხაურის მაპროვოცირებელ სტილს ხაზს უსვამს მის გვერდზე არსებული ახალი სამსხივიანი LED მაშუქები.

ელეგანტურობა Lexus GX 460-ის მთავარი სტანდარტია. მოდელის მახასიათებლები მოიცავს ხისა და ტყავისგან დამზადებულ საჭეს საკუთარი გათბობის სისტემით. 2020 წლის პრემიუმ პაკეტის მოდელების ინტერიერი მოპირკეთებულია ელეგანტური ნაცრისფერი სეფილის ხითა და ალუმინის დეტალებით. Lexus GX-ის ექსტერიერი ხელმისაწვდომია შვიდ სხვადასხვა ფერში: Starfire Pearl, Atomic Silver, Nebula Gray Pearl, Nightfall Mica, Fire Agate Pearl, Black Onyx and Claret Mica. ინტერიერი კი - ოთხში: Black, Sepia, Ecru, and all-new Rioja Red with black headliner.

რაც შეეხება უსაფრთხოების სისტემას, Lexus GX 460-ის დიზაინი შექმნილია იმისათვის, რათა თანამედროვე ოჯახმა კომფორტულად, უსაფრთხოდ და მშვიდად იმგზავროს ყველგან, სადაც მათ თავგადასავალი წაიყვანს. უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება Lexus-ის მთავარი მისიაა, რაც 2020 წლიდან ახალი უსაფრთხოების სისტემით უკვე ბრენდის სტანდარტად იქცა. LSS+ სისტემას შეუძლია სავალი ხაზის უნებლიე გადაკვეთისას მძღოლისათვის ნიშნის მიცემა, წინ მიმავალ ავტომობილთან დინამიური რადარის მეშვეობით უსაფრთხო დისტანციის დაჭერა და ა.შ. ეს ინოვაციური სისტემა მძღოლის დამხმარის ფუნქციას ითავსებს და ეხმარება მას კონცენტრირებაში. უსაფრთხოების გაერთიანებული სისტემა და სტანდარტი ერთი ნაბიჯით გვაახლოებს სამყაროსთან, რომელშიც საგზაო ავარიები თითქმის არ არსებობს

გადაკვეთის მაცნე

სისტემა ამჩნევს საგზაო ზოლის განუზრახველ გადაკვეთას და მძღოლს მყისიერ შეტყობინებას აძლევს.

მაღალტექნოლოგიური სხივები

იმისათვის, რომ ხილვადობა მეტად მკაფიო იყოს, ეს სისტემა გვთავაზობს დამატებით განათებას, შედეგად მძღოლს შეუძლია მართვის პროცესით მეტად ისიამოვნოს. ცარიელი გზის შემთხვევაში, სისტემა ძლიერი ნათების რეჟიმზე გადადის, თუმცა, როგორც კი პროგრამა გზაზე სხვა ავტომობილს შეამჩნევს, ნათებაც ავტომატურად მცირდება.

მაღალი სიჩქარის დინამიური რადარი

ავტომობილის უსაფრთხოების სისტემა მძღოლს ეხმარება, აკონტროლოს სიჩქარე და მანძილი მასსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს შორის. სახიფათო სიტუაციის შემთხვევაში სიჩქარე მცირდება და თუ ამის საჭიროება დადგა, მუხრუჭებიც ავტომატურად გააქტიურდება.

Lexus GX460 მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურადაა ორიენტირებული, რადგან Lexus-ის მთავარი პრინციპია მუდამ უსმინოს მომხმარებელს და მისი სურვილებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით შესთავაზოს პროდუქტი, რომელიც სრულად პასუხობს მის საჭიროებებსა თუ მოთხოვნილებებს.

(R)

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა