გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, დესტრუქციული ქმედების ნაცვლად, კონსტრუქციულ მოქმედებაზე გადახვიდეთ

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რომ დესტრუქციული ქმედების ნაცვლად, გადახვიდეთ კონსტრუქციულ მოქმედებაზე, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, კონსტრუქციულ მოქმედებებზე გადავიდეს.

„ქვეყანა დაიღალა ერთი და იგივე განცხადებებით თქვენი მხრიდან და მაქსიმალურად გთხოვთ გადახვიდეთ კონსტრუქციულ ვითარებაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრება, ჩვენ გვინდა საარჩევნო მოდელი, რომელიც ირჩევს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება ხალხს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს