ნათია თურნავა - საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის კავშირები საკმაოდ მყარია და არა მხოლოდ ეკონომიკის დონეზე

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. დღევანდელი ფორუმი არის კიდევ ერთი გზა იმისკენ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მიღწევები გვაქვს ეკონომიკაში, რამდენად მიმზიდველია ჩვენი საერთაშორისო რეიტინგები და ჩვენი ბიზნესგარემო იმისთვის, რათა ინვესტორებმა გააფართოვონ ბიზნესი საქართველოში ან ახალი ბიზნესები წამოიწყონ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო - გაერთიანებული სამეფოს ბიზნესფორუმის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია.

მისი თქმით, ორი თვის წინ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები საკმაოდ მყარია და არა მხოლოდ ეკონომიკის დონეზე.

ნათია თურნავას თქმით, ურთიერთობები ვითარდება ადამიანურ დონეზეც, რაც ასევე დადებითად აისახა დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკაზე.

„ჩვენი სამინისტრო გახსნილია ინვესტორებისთვის, მათ შორის, ბრიტანეთიდანაც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმი დღეს თბილისის სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა და მან რამდენიმე ათეულ მოქმედ და პოტენციურ ბრიტანელ ინვესტორს მოუყარა თავი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს